reportiori.ge - არჩილ კბილაშვილი: 40 დღემდე მოხდება იმ მტკიცებულებების გადაგზავნა, რომელიც აუცილებელია კეზერაშვილის ექსტრადირებისათვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:00
სამართალი
არჩილ კბილაშვილი: 40 დღემდე მოხდება იმ მტკიცებულებების გადაგზავნა, რომელიც აუცილებელია კეზერაშვილის ექსტრადირებისათვის
18 ოქტომბერი, 2013. 13:03

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნლისტებთან დავით კეზერაშვილის ექსტრადირების შესახებ გააკეთა კომენტრი. მისი განმარტებით, „40 დღემდე მოხდება იმ მტკიცებულებების გადაგზავნა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რათა მიაწოდოს საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს, რომ შემდგომში უკვე კეზერაშვილის ექსტრადირების გადაწყვეტილება იყოს მიღებული".

საფრანგეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს აღარ იმსჯელებს. პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. სასამართლოსთან დაკაშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს დიპლომატიური მისია საფრანგეთში.

საფრანგეთის ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, ელჩის წარმომადგენლებს კეზერაშვილი არ მოუნახულებიათ. ელჩისვე ინფორმაციით თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ ციხეში რჩება და 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„პროცესთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ვერ დავადასტურებ, რომ რამე პროცესს ექნება ადგილი. მისჯილი აქვს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა და გადაყვანილია უკვე წინასწარი პატიმრობის საკანში",-განაცხადა ელჩმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016