რეგიონები
თელავში ღვინის ფესტივალი გაიმართება
ავტორი: თამარ ბატიაშვილი
18 ოქტომბერი, 2013. 14:58
19 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თელავში, „ნადიკვარის პარკის" ტერიტორიაზე, „ღვინის ფესტივალი" გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის მწარმოებლები, რომლებიც სტუმრებს წარუდგენენ როგორც ქვევრის, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოებს. წარმოდგენილი იქნება სამონასტრო ღვინოც.
ტერიტორიაზე განთავსდება სადეგუსტაციო დახლი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული ყველი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და დააგემოვნონ წარმოდგენილი პროდუქცია, თვალი ადევნონ თიხის ჭურჭელის დამზადების პროცესს და მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში.
ინიციატივა ღვინის, ტურიზმის განვითარებასა და თელავის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაციას ემსახურება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57