reportiori.ge - როგორ მოვიქცეთ როდესაც გვლანძღავენ?- იაპონური იგავი ნეგატივის თავიდან ასაცილებლად...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:38
სხვადასხვა
როგორ მოვიქცეთ როდესაც გვლანძღავენ?- იაპონური იგავი ნეგატივის თავიდან ასაცილებლად...
ავტორი:
17 აპრილი, 2015. 00:41


იაპონიის ერთ-ერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელსაც იმ მხარეში განსაკუთრებული უხეშობითა და სისასტიკით იცნობდნენ.


მისი საყვარელი მეთოდი მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში იყო, რითაც მწყობრიდან გამოჰყავდა ისინი. განრისხებული ადამიანები მას ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებულნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და მარცხდებოდნენ.


ამ ახალგაზრდამ მოხუცის დაცინვა და ლანძღვა-გინებაც დაიწყო. აფურთხებდა, უძლურს, მშიშარასა და ლაჩარს უწოდებდა. მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან მუშაობას. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და იქაურობა გაღიზიანებულმა დატოვა.


მოსწავლეები გააოცა მოხუცი სამურაის მოთმინებამ - მან ხომ ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ამიტომ ჰკითხეს:


-რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?


მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე მიუგო:


- თუ თქვენ საჩუქარს მოგიტანენ, მაგრამ მას არ აიღებთ, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?


- რა თქმა უნდა, იმას, ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა, - უპასუხეს მოსწავლეებმა.


- იგივე ხდება ლანძღვა-გინების, შურის, ბოღმისა და სიძულვილის შემთხვევაშიც. სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა.


["პრესა.ჯი"]



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016