reportiori.ge - სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:51
სამართალი
სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
18 ოქტომბერი, 2013. 16:43

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად შეისწავლოს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გადამეტების საკითხი გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

"2013 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ საგარეჯოს რაიონული სამმართველოში, სადაც, პრევენციის ეროვნული მექანიზმის გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, იგეგმებოდა დაკავებულ პირთა აღრიცხვისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილ პირთა ჟურნალების შემოწმება.

სამორიგეოში შესვლისას სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მორიგეს წარუდგინეს სახალხო დამცველის რწმუნება და განუმარტეს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის მიზეზი. ამ დროს სამორიგეო ნაწილში შემოვიდა სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი რევაზიშვილი, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაეტოვებინათ სამორიგეო. მიუხედავად იმისა, რომ გ.რევაზიშვილს განემარტა ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები, იგი იქცეოდა გამომწვევად და ხმამაღალი ტონით, დაჟინებით მოითხოვდა, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაეტოვებინათ სამორიგეო ნაწილი. გ.რევაზიშვილმა ერთ-ერთ რწმუნებულს ჰკითხა სახელი და გვარი, რის შემდეგაც გავიდა სამორიგეოდან, მობილური ტელეფონით ესაუბრა უცნობ პიროვნებას, რის შემდეგაც უფრო გაღიზიანებული დაბრუნდა სამორიგეო ნაწილში სხვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ უცნობ პირთან, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელთან ერთად და უკვე ძალის გამოყენებით აიძულა სახალხო დამცველის რწმუნებულები, დაეტოვებინათ სამორიგეო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი რევაზიშვილმა დაბრკოლება შეუქმნა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიმართ, რითაც დაარღვია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი და გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს დაიწყოს წინასწარი გამოძიება საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი რევაზიშვილის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დაბრკოლების შექმნისა და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით, რადგან გ.რევაზიშვილის ქმედებებში ასევე იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები", - აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016