reportiori.ge - "უცებ დაგვეცა ბომბი" - 17 წლის ელენეს ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:34
სხვადასხვა
"უცებ დაგვეცა ბომბი" - 17 წლის ელენეს ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა (ვიდეო)
ავტორი:
18 აპრილი, 2015. 05:39



 17 წლის ელენეს ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. მან ცოტა ხნის წინ დედა დაკარგა, "X ფაქტორში" გამოსვლა სწორედ დედას მიუძღვნა. "არ ვიცი, დედა მხედავს თუ არა, მაგრამ მინდა წარმატებას მივაღწიო", -  ასე გამოხატა საკუთარი ტკივილი თინეიჯერმა ფილარმონიის სცენაზე და საკუთარი ისტორიით ყველა აატირა (იხილეთ ვიდეო)


- "X ფაქტორში" მისვლის მიზანი არ ყოფილა, რომ პრეტენზია მაქვს იმაზე, თითქოს X ფაქტორი მაქვს. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ბედი ყველაფერში უნდა სცადო. თან დედას უნდოდა გავსულიყავი პროექტში, რაც ახლა მოვახერხე. არ მინდოდა ეს მეთქვა ჩემებისთვის, ამიტომ მარტო მივედი პროექტში. დედის ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ხმა არ ამომიღია, ხმაც არ მქონდა, არ ვიცოდი ჩემები როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს, ამიტომ წავედი მარტო პროექტში.


- როგორ დაიღუპა დედა?

- საერთოდ არ ავადმყოფობდა დედა, კარგად იყო. უცებ დაგვეცა ბომბი. ვირუსების პერიოდში უცებ გაცივდა. სიცხე ჰქონდა, იშვიათად დადიოდა ექიმთან, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფილტვების ანთება ჰქონდა, შემდეგ ფილტვებში ჩაუდგა წყალი. არ ეგონა სერიოზულად თუ იყო ავად. ეგონა, მხოლოდ სიცხე ჰქონდა. ძალით წავიყვანე საავადმყოფოში, ეგონა ანალიზების ასაღებად მიდიოდა და იქ დატოვეს. ოთხი დღის შემდეგ ჩირქი ჩაუდგა ფილტვებში, ადამიანს არ ვგავდი, ყველაფერს ვაკეთებდი მის გადასარჩენად, მაგრამ არ გამოვიდა. დღემდე ვერ ვიაზრებ, რაც მოხდა. ჩვენ მხოლოდ დედაშვილური ურთიერთობა არ გვქონდა. რთულია იმის გააზრება, რაც მოხდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


- რა დაგეხმარა ტკივილის გადატანაში?

- მე მეგონა, დედა ოპერაციის შემდეგ გადარჩებოდა. ბოლო ნაბიჯი იყო, ოპერაციის შემდეგ ორი დღე გაეძლო... მეგონა, ყველაფერი კარგად დამთავრდა... დედა აპარატზე იყო შეერთებული და თვენახევარი არ მყავდა ნანახი. მიხაროდა, ამდენი ხნის შემდეგ კარგად იქნება და ვნახავ-თქო, გახარებული წავედი სკოლაში და ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ დედა გარდაიცვალა. მაშინვე სახლში წამოვედი, კარი ღია დამხვდა, ხალხი იყო შეკრებილი და ტიროდნენ. არავინ და არაფერი მახსოვს იმ წამიდან. ძალიან შევიცვალე ამის შემდეგ.


დეიდა, ბებია და მეგობრები მეხმარებიან. არ მინდა თავის ქებაში ჩამითვალოთ, კარგი სამეგობრო მყავს, ჩემები ძალიან მეხმარებოდნენ ამ სტრესის გადატანაში. ვმუშაობდი, სხვადასხვა აქციებში პრომო გოგონად, სამოდელო გამოცდილებაც მაქვს, "ანაიდას" აქსესუარების სარეკლამო ფოტოსესიაში გადამიღეს, სადაც ჩემმა მეგობარმა მთხოვა, გამომყევიო და იქ შემომთავაზა "ანაიდამ" გადაღება. ალბათ ისევ დედა დამეხმარა ამ ნაბიჯის გადადგმაში. ჩემს ტკივილს, რაც მაქვს გულში, ვერასდროს ვერავინ გაიგებს, რაც არ უნდა ვიტირო და ვიგლოვო სხვასთან, ამიტომ მირჩევნია, ის გავაკეთო, რაც დედას გაეხარდებოდა - მომავალში გავიხედო, იმით მაინც გავახარო დედა, რაც მას უნდოდა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთო ყველაფერი. დიდი ხნის განმავლობაში არ მიმღერია, ვერ ვმღეროდი, გამაკრიტიკეს ჩემი ისტორიის მოყოლის გამო, ექსპრომტად გავედი პროექტში, რაღაც გადამიტრიალდა თავში.


- საკუთარი ტრაგედიის საჯაროდ მოყოლა რთული იყო?

- ძალიან რთული იყო. არ მინდოდა ისე გაეგოთ, თითქოს ამით ვისარგებლე. რითი უნდა ვისარგებლო? დედის გარდაცვალებით? გაბოროტებული უნდა იყოს ადამიანი, ეს რომ იფიქროს. ერთადერთი


მიზანი იყო, მემღერა ის, რაც დედას უნდოდა. მეგობართანაც რომ ვყვები ამ ამბავს, ცუდად ვხდები. ამხელა მასასთან მოყვე, შემდეგ კი დადგე და იმღერო, დიდი ძალა სჭირდება. დედის დახმარებით შევძელი ეს. ამით ვიპოვე ძალა საკუთარ თავში. დედა დამოუკიდებლად მზრდიდა, არჩევანის საშუალებას მაძლევდა, მაგრამ სულ გვერდით მედგა. ახლა მთელი ცხოვრება დამოუკიდებლად მომიწევს ცხოვრება.


- ბებიასთან ცხოვრობ?

- ბებია დროებით ცხოვრობს ჩემთან ერთად, ახლა დეიდასთან გადავდივარ. მე და ბებია ვუვლით ერთმანეთს. დეიდები მაგრად მეხმარებიან, დედასავით მყვანან. არავის ვურჩევ ამ სიტუაციაში ყოფნას. გაუაზრებლად ვაკეთებ ყველაფერს, რაღაცნაირად წინ მივიწევთ. არ მაქვს გააზრებული არც ის, რაც მოხდა და არც ის, რას ვაკეთებ. ალბათ აზრზე მოვალ ნელ-ნელა.


- გაქვს ფინალში მოხვედრის იმედი?

- არც შემდეგ ტურში გადასვლის იმედი მქონდა. გამეხარდება, თუ პროფესიონალ ადამიანებს მოვეწონები. მინდა, გადავიდე ფინალში. ისიც არ მინდა, ჩემი ისტორიის გამო მე გადავიდე ფინალში და უფრო გამოცდილი მომღერლები დაიჩაგრონ. უბრალოდ მინდოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა და ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ.


- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

- ჩემს ასაკთან შედარებით ადრე ჩამოვყალიბდი. ყველაზე ახლოს მუსიკაა ჩემთვის, მენეჯმენტიც მაინტერესებს. ჩავაბარებ, სიმღერას გავყვები და მინდა წარმატებას მივაღწიო. მინდა იმ ადამიანებს გამოვეხმაურო, ვინც გამაკრიტიკა. დედის დაკარგვაზე უარესი არაფერია, მე ასეთ ადამიანებს მაგალითი მივეცი და ის გავაკეთე, რაც დედას უნდოდა.

 

 

 

 

 

წყარო :www.ambebi.ge

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016