თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესიდან შემდეგი შინაარსის ტექსტს ავრცელებს:
„მოსამართლემ ბალერინა სპეცრაზმელების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან!!!!",-წერს ნადარეიშვილი საკუთარ facebook-ის გვერდზე.
ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე სულ 8 პირია ბრალდებული, აქედან 7 გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მერვე კი ბაჩო ახალაიაა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა
აქვს შეფარდებული.
ბაჩო ახალაიას ბრალად იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედება, ხოლო დანარჩენ 7 პირს წამება და არაადამიანული მოპყრობა.
დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენატრი დავით ჩუბინიძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.