reportiori.ge - საავტორო უფლებების დაცვის თემაზე, „საქპატენტმა“ კომპოზიტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024. 00:47
"რეპორტიორის" თვალით...
საავტორო უფლებების დაცვის თემაზე, „საქპატენტმა“ კომპოზიტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
18 აპრილი, 2015. 15:48


ხმა აიმაღლე მუსიკისთვის" - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს 26 აპრილს  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი" ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  აგრძელებს  კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ.



კამპანიის ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა" საავტორო უფლებების დაცვის თემაზე მუსიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  ვორქშოფი ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში გაიმართა.



„საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე მუსიკოსებთან ერთად  განიხილა თემები  „როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები" და  „საავტორო უფლებების დარღვევა  და ზიანის ანაზღაურება". მუსიკოსების წინაშე ასევე მოხსენებით წარსდგა საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე თემით  „როგორ ვმართოთ საავტორო უფლებები".



შეხვედრის ბოლოს „საქპატენტის" თავმჯდომარემ მუსიკოსების კითხვებს უპასუხა და  პრაქტიკული რჩევები მისცა მათ საავტორო უფლებების დაცვის თემაზე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016