reportiori.ge - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:43
სხვადასხვა
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 00:49




ლოცვა დაწერილია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მიერ, მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში. იგი შეგვახსენებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს და ღრმად აღწევს სულსა და გონებაში.


უფალო, ვითხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.


მაქციე მე დაკვირვებულად და საზრიანად, რათა ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება დაეფუძნოს იმ აღმოჩენებს და გამოცდილებას, რაც მე მაღელვებს.


მასწავლე მე საკუთარი ცხოვრების დროის სწორად განკარგვა. მომანიჭე ზუსტი ალღო, რათა გავარჩიო მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვნისგან.


მე გთხოვ, მომცე ძალა თავშეკავებისა და ზომები საიმისოდ, რომ ცხოვრებაში არ ვიფარფატო და ვისრიალო, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა დავინახო მწვერვალები და სიშორეები, და იშვიათად მაინც მომეცეს შესაძლებლობა, დავტკბე ხელოვნებით.


დამეხმარე მე, შევიგნო, რომ ოცნებები საშველი არ არის - არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა და მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.


მიხსენ მე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად უნდა იყოს. მომეცი იმის ნათელი შეცნობა, რომ სირთულეები, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.



შემახსენე მე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.


მიმავლინე მე საჭირო მომენტში ვინმესთან, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა, მითხრას სიმართლე, მაგრამ თქვას ის სიყვარულით!


ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ასე რომ, მასწავლე მე მოთმინება.


შენ იცი, რა ძალიან ვსაჭიროებთ ადამიანები მეგობრობას. ღირსი გამხადე ბედის ამ ულამაზესი და უნაზესი საჩუქრის.


მომანიჭე მე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, მივცე ვინმეს აუცილებელი სითბო.


მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათ, ვინც ყველაზე „დაბლაა".


დამიცავი მე ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან.


მომანიჭე არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება.


მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.



http://4motivi.com/

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016