reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილო, ამდენი ნაძირალა და უტიფარი პოლიტიკოსი სად მოძებნე?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:08
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბიძინა ივანიშვილო, ამდენი ნაძირალა და უტიფარი პოლიტიკოსი სად მოძებნე?!
ავტორი:
20 აპრილი, 2015. 15:42


ბიძინა ივანიშვილო, ამდენი ნაძირალა და უტიფარი პოლიტიკოსი სად მოძებნე?! და მერე, როგორ უყვართ ამ არაადამიანებს ადამიანად ყოფნა?! აბა, ვინმემ გაბედოს და უთხრას, ადამიანი არ ხარო! შეაკვდებიან და წინაპართა საძვალეს საფლავიდან ამოუყრიან. ნეტა, ეს საბანძეთი ამ ქვეყანაში ოდესმე დასრულდება?!


კვირის „გმირი", ცოლის „რემბო", „ჩირტოსანის" მუზა ირაკლი ალასანია აცხადებს: „სააკაშვილს არ უკადრებია ის, რაც ივანიშვილმა იკადრა!"


რა იკადრა ბიძინამ?! გაბედა და „რემბოს" „ჩიტოსან" მეუღლეს ნეტარება დაურღვია, მწარედ უჩქმიტა და რეალობაში დააბრუნა, არადა, ქმრის დაცვაში მოთამაშე ნათია ფანჯიკიძე ისეთი ბედნიერი იყო: „ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ, ამოვისუნთქე. ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია როგორც დარტყმის, ისე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ..." ალასანიას მეუღლეს სიმშვიდეს მხოლოდ „ნაციონალური" მედია ურღვევდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირაკლი ალასანია გიგი უგულავას კონკურენტი იყო მერობის არჩევნებზე, გიგი უგულავას ცოლისდა, ქალბატონი კილაძე საკუთარ გაზეთში ნათია ფანჯიკიძეს აგდებით მოიხსენიებდა, მერე იჯდა ნათია და ტიროდა. ეს დროც დასრულდა, ბიძინამ ამ მტირალა გოგო-ბიჭებს დოლარები გაუფინა ფიანდაზად და ტლიკინი ასწავლა. ჰოდა, ამ ტლიკინა „ჩიტოსნებმა" ფრენა დაიწყეს, თავზე დაჯ...ის ტომებს წერენ, იმ იმედით, რომ ყველას თავზე გაივლიან!


„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ერეკლე კოდუას გულთამპყრობელი ნანუკას შოუში პოლიტიკური სტრიპტიზი ჩაატარა, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაზე საუბრისას კი განმარტა, რომ ივანიშვილის მიმართ ნდობა და მასთან ურთიერთობის სურვილი მაშინ დაკარგა, როდესაც ივანიშვილმა ცოლების ღალატზე ცნობილი განცხადება გააკეთა... ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება ირაკლი ალასანიას დუბაიში „ნაცებთან" შესახვედრად  ფარულად გაპარვას და შემდეგ ლონდონში პარიზისგავლით ბიუჯეტის ფულით გლამურულ გასეირნებას მიუძღვნა: „მე მართლაც მქონდა კითხვა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით. ამ თემის აჟიტირება არ მინდა, იმდენი არაფერი არ მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ალასანია ჯერ ახალგაზრდა კაცია. რაც შეეხება საფრანგეთსა და მეუღლეს, ეს ძალიან პირადია. მე პირადში არ ვერევი.  სხვათა შორის, პრეცედენტები მოხდა არჩევნების დროს, იქ ვიღაცებს რაღაც ფილმები გადაუღეს გუნდიდან. ძალიან გაწბილებულნი იყვნენ, ივანიშვილს როგორ დავენახოთო. მე ვუთხარი, არა, თქვენ თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ, მე პირადულში არ შევდივარ, თუმცაღა მე ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ოჯახი ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს. საქართველოში ზოგჯერ ხერხდება ეს და ბევრი ახლობელი ღალატობს მეუღლეს, მაგრამ ეს ძალიან პირადულია. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში. მე ეს არ ვიცი და ჭორებზე არ ვაკეთებ კომენტარს, ვისთან მგზავრობდა და როგორ მგზავრობდა"...


ირაკლი ალასანია ჟორჟოლიანის შოუში იხსენებს: „მეორე თუ მესამე დღეს ბიძინა ივანიშვილი მოვიდა თავდაცვის სამინისტროში. ამის შესახებ გვქონდა საუბარი და ამას დავარქვი თავისი სახელი, რასაც კაცი კაცს ეტყვის. იმ დროს ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი დავკარგე და ნდობის ბოლო ძაფიც ჩაიჭრა. ივანიშვილის მაშინდელი ეს განცხადება იმდენად პოლიტიკური იმიჯის დაზიანებაზე არ იყო გათვლილი, რამდენადაც ჩემი ოჯახური ურთიერთობა იყო სამიზნე"...


აი, მაშინ დაირღვა ალასანიას მეუღლის

ნეტარებამდე მისული ბედნიერება,

თუმცა ნათია ფანჯიკიძე ამტკიცებს,

რომ ირაკლის სახლში ცხელი ტაფით არ

დახვედრია, მაგრამ ახსოვს და მაინც

დედას უტირებს... მოკლედ, ირაკლიმ

თხარა და კატა გამოთხრა... ბევრისთვის

გაუგებარი დარჩა, რა მოხდა რეალურად?

ამაზე ქვემოთ. მანამდე კი ალასანიას

შოკისმომგვრელი განცხადება იყო

ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან"

შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრისას

დაგვიმტკიცა, რომ ნაციონალები სუპერ

სახელმწიფო მოხელეები იყვნენ! თუმცა

რომელ მანიაკს, ელიტარულ კრიმინალს,

რომელ სისხლისმსმელ „ნაციონალსა"

და ადამიანების წამების ბრძანების

რომელ გამცემს გულისხმობდა, ყოფილ

„კულინარიელს" და დღეს პოლიტიკოს

ირაკლი ალასანია არ დაუკონკრეტებია!

თუმცა დაგვიბარა: „რეალობა ასეთია,

ჩვენ „ნაციონალებთან" ერთად მოგვიწევს

ამ კრიზისის სიღრმიდან ქვეყნის

გამოყვანა"(?!).


„უსამართლობასთან" მებრძოლი „რემბო" ალასანია თურმე სააკაშვილის უსამართლობას დაპირისპირებია და, ახლაც ივანიშვილის უსამართლობის წინააღმდეგ ვარ ბრძოლაში შესულიო... ანეკდოტი არ გეგონოთ, იბწკინეთ და მიხვდებით, რომ ნამდვილი ამბავია! არადა, ბიძინა ივანიშვილის „მფრინავი დიპლომატი", ნათიას „გაბედული" დაიკო, მაია ფანჯიკიძე, არჩევნების წინ ცრემლებისგან დაორთქლილი სათვალის წმენდას ვერ ასდიოდა, ვაი, რა მეშველება, შვილიც ახლა ჩამომიფრინდა, რომ ვერ გავიმარჯვოთ არჩევნებზე, მთელ ოჯახს ციხეში ამოგვალპობენო... ფანჯიკიძემ მხოლოდ მაშინ, პირველად და უკანასკნელად ჩახედა უსასტიკესი „ნაციონალების" თვალებს... თავად „უშიშარ" ირაკლის არჩევნებამდე ვერ გაერკვია, რა უნდა ექნა, პირველკაცობაზე შეყვარებული, ხედავდა, რომ ბიძინას ფონზე მისი პერსონა იძირებოდა, ამ უმწეო პოზიციამ საბედისწერო  ფრაზები ათქმევინა: „მე რა ვქნა, მე! ვაიმე, რა ყ...ეა!!!" ამ ფრაზების ადრესატმა, ბიძინა ივანიშვილმა კი ყველას დაანახა, რა უნდა ექნა ამ ფრთიანი გამონათქვამის ავტორს და როცა „რემბოს" ხალხი უსმენს, რჩება იგივე განცდა! ჰოდა, ირაკლი, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! ვაიმეე... რამდენი „ყ", რამდენი „ბ", რამდენი ახვარი ხართ ამ პოლიტიკაში!


ის, რაც ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უთქვამს ირაკლი ალასანიას და დებ ფანჯიკიძეების მისამართით; ის, რაც არასოდეს წამოუძახებია ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, როგორც კომპრომატი, არის ის განცხადება, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა მაია ფანჯიკიძეს პრესით შეუთვალა: „ფანჯიკიძე მის პირად მტრად მთვლის, რადგან მისი ძმა იყო დაკავებული ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვისთვის. ის იყო თბილისში ცნობილი ნარკორეალიზატორი და ნახევარი საბურთალო და ვაკე სწორედ ფანჯიკიძის ძმამ მოწამლა!" ახლა კი წლების წინათ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ იმ ცნობილ წერილს შემოგთავაზებთ, რაც გახდა რეალური მიზეზი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, თავდაცვის მაშინდელი მინისტრისთვის, ირაკლი ალასანიასთვის „ცოლების ღალატზე" და ბიუჯეტის ფულებით გლამურულ ვოიაჟებზე პასუხი გაეცა:


2013 წლი, „ქრონიკის" არქივი:


ირაკლი, შე კოჰაბიტირებულო, შენა!..


შე კოჰაბიტირებულო, შენა!.. მერამდენედ უნდა დაუშვა შეცდომა, მერამდენედ უნდა მოცურდე, დავარდე და წამოგაყენონ. ერთხელაც იქნება, ისე დაეცემი, რომ ქართული ჯარიც კი ვერ შეძლებს შენს ფეხზე წამოყენებას. და მაინც, რა ხდება ირაკლი ალასანიას გარშემო? ეს რა მეხი დაატყდა ყოფილ ვიცე-პრემიერს, ან რა ცუნდრუკმა აიტანა. ეტყობა, კარგად არ აქვს გააზრებული, ვისთან აქვს საქმე. ირაკლი ალასანიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა დუბაიში „ნაცმოძრაობის" ელიტას შეხვდა, „ნაციონალების" ხელისბიჭის ინფორმაციით, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ირაკლი ალასანია, დუბაის ცნობილ ღამის კლუბში შეხვდნენ ერთმანეთს. „ნაციონალები" ალასანიას მათი ბიზნესების დაცვასა და ხელშეუხებლობის გარანტიებს სთხოვდნენ, ალასანია კი, თავის მხრივ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას ითხოვდა, ალასანიას შეხვედრის კადრები მალევე აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მაგიდაზე. 21 იანვარს მთავრობის გახმაურებულ სხდომაზე ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ასეთი კითხვა დაუსვა: „სად არის პეტრიაშვილი? მან მითხრა, რომ მთავრობის წინა სხდომაზე შენ იმიტომ არ იყავი, სამხედრო ბაზებს ათვალიერებდი, სინამდვილეში კი დუბაიში ყოფილხარ. თუ დუბაიში მიდიოდი, გეთქვა, დამალვა რა საჭირო იყო?! ახლა, აქ კაცურად საქმის გარჩევის ადგილი და დრო არ არის, თორემ მე ვიცი, როგორი პასუხის ღირსიც ხარ შენ, ირაკლი, იმის ნაცვლად დამჯდარიყავი შენს გუნდთან ერთად და გაგეანალიზებინა, რატომ წააგე არჩევნები ზუგდიდში, როლანდ ახალაიასთან, ადექი და დუბაიში გავარდი, ამდენი ფული გადმოგირიცხე, სად წაიღე, ირაკლი, მილიონები, ეკა ბესელია სწორად მოიქცა, როცა შენს კურატორობაზე უარი თქვა და ფოთში დამოუკიდებლად იმუშავა, მთელი სამეგრელოს რეგიონი გებარა, შენს იმედზე ვიყავით, ამბობდი, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდებოდი არჩევნებს, შენ კი ზუგდიდში როლანდ ახალაიასთანაც ვერ მოიგე, თანაც ასეთ დროს, როცა ყველა კოზირი შენ გეჭირა ხელში! ამის შემდეგ შენ პრეზიდენტობაზე როგორ უნდა გქონდეს პრეტენზია? ყველაფრის მიუხედავად, თავზე ხელი გადაგისვი, ვიცე-პრემიერობა მოგეცი, ვიფიქრე, რომ ამ ამბავს განიცდიდი და შენ კიდევ ჩემს ზურგს უკან თამაშები წამოიწყე! ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერობას წერტილი 21 იანვარს დაესვა.


ცხადია, ამ ინფორმაციას მინისტრმა ჭორი უწოდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის ფაქტებით იყო ცნობილი, რომ ახალი წელს თავდაცვის მინისტრი ავღანეთიდან დუბაიში ჩაფრინდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობარ ქალებთან ერთად... ბიძინა ივანიშვილის შენიშვნა ალასანიამ, როგორც ჩანს, გაატარა და ვიცე-პრემიერობიდან განიარაღებული თავდაცვის მინისტრი ლონდონში ოფიციალურ ვიზიტამდე პარიზში ჩაფრინდა. ივანიშვილთან მძიმე საუბრით დათრგუნული სიყვარულის ქალაქში განიავდა. ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება პრივატულია, არაა რეკომენდებული სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ, როცა საქმე ბიუჯეტის ფულით პირადი ვნებების დაკმაყოფილებას ეხება, ეს უკვე საჯარო განხილვის თემა ხდება.


როგორც სანდო წყარო გვიყვება, ალასანია ლონდონში, ოფიციალურ ვიზიტზე გაფრენამდე ერთი დღით ადრე, პარიზში გაემგზავრა მეგობარ ქალბატონთან თამთა კუპრაძესთან და მის სადაქალოსთან ერთად, სიყვარულის ქალაქში გასეირნება კი ძვირად დაუჯდა. როგორც გავარკვიეთ, თამთა კუპრაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს (ამ სკანდალის შემდეგ, ეს ქალბატონი გაეროში საქართველოს საელჩოს აპარატში გადაიყვანეს. - ნ.ს), ასევე, გავარკვიეთ, რომ კუპრაძის დაქალია გიგი უგულავას მეუღლე - ლელა კილაძე, რომელიც მას თან ახლდა. მომდევნო დღეს კი „ნაცსადაქალოს" პარიზში ვანო მერაბიშვილის ცოლმა თაკო სალაყაიამ ჩააკითხა. მოდით, ლოგიკურად მივყვეთ მოვლენებს. თუ რა არის აქ პარანოიკული და არანორმალური... თავდაცვის სამინისტროდან ამ საკითხზე არაოფიციალურ საუბარში გვიპასუხეს, - მერე რა, თუკი ეს ნამდვილი ინფორმაციააო... მაშინ მოვყვეთ ალასანიას პოლიტიკურ ბიოგრაფიას: მერე რა, რომ ალასანიას „კულინარიელთა საძმოს" წევრს ეძახიან; მერე რა, რომ ალასანიას მკვლელობას აბრალებენ; მერე რა, რომ ის ყოფილი „კაგებეშნიკია"; მერე რა, რომ ის შეხვდა ლავროვს; მერე რა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პოლიტიკოსის ურთიერთობაზე ღიად საუბრობდნენ, რომ ალასანიამ რუსებს ფული სთხოვა, ვიდრე ის, მილიარდერ პატრონს მონახავდა; მერე რა, რომ ალასანია 2009 წლის აპრილის აქციებზე გაერთიანებულ ოპოზიციას ქუჩის აქციებიდან „დაუტყდა"; მერე რა, რომ ალასანიამ გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა; მერე რა, რომ მისი ლოზუნგი იყო „ჩვენ შევცვლით" და ვერ შეცვალა; მერე რა, რომ 2010 წლის ზაფხულში „ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალა და ამას ირაკლი ალასანიას აბრალებენ; მერე რა, რომ გიგა ბოკერიას გაცხარებული ბრძოლის დროს ფარულად თუ ღიად ხვდებოდა და მოლაპარაკებებს მართავდა; მერე რა, რომ „უხარისხო ქართველები" ეძახა 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებს; მერე რა, რომ „ნაცმოძის" ელიტას ალასანია დუბაიში შეხვდა; მერე რა, რომ პრეზიდენტობა მოინდომა, ეს ხომ მისი სტიქიაა; მერე რა, რომ რეგიონებში მისი პარტია „ქართული ოცნების" წევრებს იბირებდა, „ოცნება" მაინც მალე დაიშლება და ჩვენთან წამოდითო; მერე რა, რომ მებენზინეები დაიბარა და საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსება მოსთხოვა; მერე რა, რომ ირაკლი ალასანია ვერასდროს გამოირჩეოდა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით; მერე რა, რომ ის იყო სხვა გალაქტიკაზე და ჩვენ ვცხოვრობდით მიშას ჯოჯოხეთში; მერე რა, რომ ალასანიას „ნაცმოძში" ბევრი საძმაკაცო ჰყავს; მერე რა, რომ მას საკადრო პოლიტიკას უწუნებენ, ამბობენ, რომ გეგეჭკორი დღემდე ალიანსშია „მასტერასთან"; მერე რა, რომ „ნაცმოძელი" „ჩიტო" მისი „ჰამერით" ჯერ „ნაცმოძრაობის" მინისტრების კაბინეტებში საქმეებს აგვარებდა, ახლა კი ირაკლი ალასანიას გვერდიდან არ სცილდება, მეგობარს პოლიტიკური ნიშნით უარს ხომ არ ეტყვის?.. მერე რა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთელი მთავრობის გასაგონად უთხრა, - ირაკლი, შენზე ამბები მომდის, რომ ფინანსურ საკითხებში ცუდად ერევი, კანცელარიაში ოთხი კაცია მოსული, ამოვიყვან და ამას დაგიმტკიცებენ; მერე რა, რომ თავდაცვის მინისტრობიდან არ მოხსნეს, იმიტომ, რომ ამერიკელი პატრონები არ გაგიჟებულიყვნენ; მერე რა, რომ ჯერ ხალხის ფულით დუბაიში გაისეირნე და შემდეგ, ლონდონის ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღე პარიზში „იგულავე".


„L`amour et Paris" მაგარია!.. რატომაც არა, ოღონდ, სიყვარული პარიზში კარგია, როცა საკუთარი ჯიბით აფინანსებ შენს სიამოვნებას და შეკოჰაბიტირებული არ ხარ „ნაცმოძელ" „ბნელიტასთან"...


„ქრონიკამ" თავდაცვის მინისტრის პარიზში ვოიაჟის შესახებ ინფორმაცია მის მრჩეველ ვაკო ავალიანთან გადაამოწმა:


_ არის ინფორმაცია, რომ ირაკლი

ალასანია ლონდონში ვიზიტამდე ერთი

დღით ადრე პარიზში ჩაფრინდა თამ-

თა კუპრაძესთან და გიგი უგულავას

ცოლთან _ ლელა კილაძესთან ერთად,

სადაც მათ ვანო მერაბიშვილის მეუღლე - თაკო სალაყაია შემოუერთდათ...


_ თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მხოლოდ

ეს შემადგენლობა გაფრინდა იმ

თვითმფრინავით პარიზში? დიდი ბორტი

იყო და ალბათ, 100 მგზავრზე მეტი

იქნებოდა თვითმფრინავში...


_ ამბობენ, რომ თამთა კუპრაძე,

რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრო-

ში ამერიკასთან ურთიერთობის დეპარტამენტს

კურირებს, ირაკლი ალასანიას

ოჯახის მეგობარია.


_ საერთოდ, არ ვიცი, ვისზე მელაპარაკებით...


_ ლელა კილაძე შემთხვევით მოხვდა

ირაკლი ალასანიასთან ერთად თვითმფრინავის

ბორტზე?


_ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითმფრინავის

ბორტზე შეიძლება იყოს მიხეილ

სააკაშვილი, მთავრობის სხვა

წევრები და ამით რა... ეს იყო ჩვეულებრივი

რეისი; მინდა გითხრათ, რომ

მინისტრი ბიზნესკლასით არ დაფრინავს,

ის ეკონომკლასით მგზავრობს. სიმარ-

თლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, ამ თვითმფრინავში

თქვენს მიერ ჩამოთვლილი

პიროვნებები ისხდნენ თუ არა, და თუ

ისხდნენ, არც ეგ არის პრობლემა.


_ არც იმაში ხედავთ პრობლემას,

რომ ირაკლი ალასანია ავღანეთიდან

ჩაფრინდა დუბაიში, სადაც `ნაცელიტას~

შეხვდა? ჩვენი ინფორმაციით, ალასანიას

ვიცე-პრემიერობიდან მოხსნის ერთერთი

მიზეზი ესეც ყოფილა.


_ ნამდვილად არ ვესწრებოდი

მთავრობის იმ სხდომას და რა დიალოგი

შედგა ალასანიასა და ივანიშვილს

შორის, ამის შესახებ უნდა ჰკითხოთ

მთავრობის წევრებს.


_ საინტერესოა, რატომ გაფრინდა

ირაკლი ალასანია პარიზის გავლით

ლონდონში მაშინ, როცა ლონდონის

მიმართულებით რეისები სხვადასხვა

გამტარი აეროპორტების საშუალებით

სრულდება... და თუ პარიზში საქმე არ

გაქვს, გამორიცხულია, ჩაფრინდე პარიზ-

ში, თანაც საზოგადოებას აქვს უფლება,

ზუსტად ვიცოდეთ, მათი მინისტრი

რა მარშრუტებით დადის და რა ვიზიტით

მიდის.


_ ვინ საიდან გადაფრინდება ლონდონში,

გემოვნების საკითხია, აუცილებელი

არაა, პარიზიდან ლონდონში

თვითმფრინავით გადაფრინდე, მაშინ,

როცა არსებობს სარკინიგზო მიმოსვლა,

ვგულისხმობ `ევროსტარს~.


P.S. ამ ყველაფერზე ცნობილი სიმ-

ღერა გამახსენდა: `მერე რა, თუ ისევ

გეძებ, მერე რა, თუ ერთად არ ვართ,

მერე რა, მე მაინც ვფიქრობ შენზე, გულს

ვითბობ მზეზე, ჩუმად მივყვები გზას~...

ასეა `ნაციონალებიდან~ წამოსული მეოცნებე

ალასანია... ის, ალბათ, კვლავ ეძებს,

კვლავ ფიქრობს და ჩუმად მიუყვება

გზას, რომელიც `მიშისტებისკენ~ მიდის...

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016