reportiori.ge - სოსო რობაქიძე დეპუტატებს მოუწოდებს, რომ სასამართლოში საქმის არსებით განხილვას დაესწრონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:23
პოლიტიკა
სოსო რობაქიძე დეპუტატებს მოუწოდებს, რომ სასამართლოში საქმის არსებით განხილვას დაესწრონ
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 14:38

სოსო რობაქიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დეპუტატები და თანამდებობის პირები სასამართლოში საქმის არსებით განხილვას უნდა დაესწრონ. როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, სასამართლომ ირაკლი ფირცხალავას მიერ მკვლელობის ადგილას გადაღებული ვიდეომასალა წარმოებაში მიიღო, რაც უკანონობაა. მისივე შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის ძახილის შედეგად პარლამენტში შევიდნენ, თავად უნდა ნახონ რა ხდება სასამართლოში. 

"9 წლის შემდეგ გამოჩენილი კასეტის მიღება უკვე წარმოადგენს უკანონობას. არსებობს ამერიკიდან მოსული შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ვიდეომასალა დამონტაჟებულია და პირდაპირ წერია, რომ დამონტაჟებულია სტუდიაში. იმედი მაქვს, რომ FBI-ის საბოლოო დასკვნა ფირცხალავასა და დონაძის საწინააღმდეგო იქნება", - განაცხადა სოსო რობაქიძემ. 

მან გააპროტესტა 2010 წელს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს ადვოკატის ყოლის შესაძლებობა არ აქვს და მის ინტერესებს პროკურატურა იცავს. სოსო რობაქიძის განცხადებით, პარლამენტარები ადეიშვილის მიერ მიღებული კანონების გადახედვის სანაცვლოდ "პრეზერვატივებსა და სერიალებზე საუბრობენ". 

ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016