reportiori.ge - ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:07
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს
20 აპრილი, 2015. 18:59


ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თანხა საქართველოში მეწარმეობის განვითარებასა და იმ ახალი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას მოხმარდება, რაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ამოქმედებას უკავშირდება. ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება 2015-2017 წლისთვის იქნება გათვალისწინებული და იგი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება.



გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე რიგის სამიტზე იქნება მიღებული.



„დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 410-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ საქართველოსთვის გვაქვს გამოყოფილი, გონივრულად დაიხარჯება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დაუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ყველა მოთხოვნების დაკმაყოფილება არის მთავარი გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკისათვის. თუ თქვენ შეხედავთ შარშანდელ კვოტას, წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი გაიზარდა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ინვესტიცია კონკრეტულად უნდა ჩავდოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაში და იმ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც მე ვახსენე, სწორედ ამაზე დაიხარჯება", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.


2015 წლის 20 აპრილს ლუქსემბურგში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხევდრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016