reportiori.ge - "5 წლამდე ბავშვს მეფესავით მოექეცით, მერე..." - ტიბეტელი ბერების აღმზრდელობითი მეთოდები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:32
სხვადასხვა
"5 წლამდე ბავშვს მეფესავით მოექეცით, მერე..." - ტიბეტელი ბერების აღმზრდელობითი მეთოდები
ავტორი:
21 აპრილი, 2015. 12:40



ტიბეტური აღზრდის მეთოდი ბავშვის ყოველგვარ დამცირებასა და ფიზიკურ დასჯას გამორიცხავს. ტიბეტელი ბერების აზრით, ბავშვის ცემის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უფროსისთვის ხელის შებრუნება არ შეუძლიათ. ტიბეტური მეთოდი აღმზრდელობთ მიდგომას რამდენიმე პერიოდად ჰყოფს.

 

 

პირველი პერიოდი: 5 წლამდე

ბავშვს ისე მოექეცი, როგორც მეფეს, არაფერი აუკრძალო, მხოლოდ ყურადღება გადაატანინე. თუ ისეთ რამეს აკეთებს, რომ შეიძლება რამე დაიშავოს, შეშინებული სახე მიიღე და ხმითაც შიში გამოხატე. ეს ენა ბავშვს მშვენივრად ესმის. ამ ასაკში ყალიბდება ცნობისმოყვარეობა და ცხოვრებისადმი ინტერესი. ბავშვს მოვლენებს შორის ჯერ ლოგიკური აჭვის გაბმა არ შეუძლია. ვთქვათ, ძვირფასი ლარნაკი გატეხა. მას არ ესმის, რომ ამ ლარნაკის საყიდლად ბევრი ფულია საჭირო. თუ დასჯით, ამას ძალადობად აღიქვამს. ამით ისწავლის, რომ ლარნაკი აღარ უნდა გატეხოს, სამაგიეროდ ყოველთვის დაემორჩილება ძლიერს. გინდათ ეს?

 

 

მეორე პერიოდი: 5-და 10 წლამდე

ამ ასაკში ისე უნდა მოექცე, როგორც მონას. დაუსახე ამოცანები და მათი შესრულება მოსთხოვე. შეუსრულებლობისთვის დასაჯე, ოღონდ არა ფიზიკურად. ეს პერიოდი ინტელექტის განვითარების დროა. ბავშვი თანდათან აცნობიერებს, რა რეაქცია ექნებათ მის ამა თუ იმ საქციელზე, უნდა ეცადოს, პოზიტიური განწყობა დაიმსახუროს და არა უარყოფითი. თავი არ შეიკავოთ და მაქსიმალურად დატვირთეთ სწავლით.

 

 

მესამე პერიოდი: 10-დან 15 წლამდე

როგორ მოექცეთ? როგორც თანატოლს. უფრო სწორად, ვითომ თანატოლს, რადგან თქვენ მაინც მეტი გამოცდილება გაქვთ. განიხილეთ მასთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ხელი შეუწყვეთ, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

თქვენი აზრი თავს კი არ მოახვიოთ, "ხავერდის ხელთათმანებით" მიაწოდეთ ის, ქვეტექსტებით აუხსენით, რჩევის სახით მეცით. თუ არასწორ გზას დაადგა, ყურადღება გაუმახვილეთ მისი შედეგების უარყოფით ნაწილზე. პირდაპირ ნურაფერს აუკრძალავთ. ზუსტად ამ ასაკში ყალიბდება დამოუკიდებლობა და თვითმყოფადი აზროვნება.

 

 

ბოლო პერიოდი: 15 წლის ზევით

პატივისცემით მოექეცით, მისი აღზრდა უკვე დაგვიანებულია და ისღა დაგრჩენიათ, თქვენი დათესილი მოიმკათ.

 

რა მოხდება, თუ ამ წესებს არ დაიცავთ? თუ 5 წლის ბავშვს ზედმეტად მკაცრად მოექცევით, მასში აქტიურობას, ინტელექტსა და ცხოვრებისადმი ინტერესს ჩაკლავთ. ბავშვი უხეში ძალის მორჩილებას მიეჩვევა და ნებისმიერი არამზადას ხელში ადვილ მსხვერპლად იქცევა.

 

 

თუ 5 წლის ზევით მის განებივრებას გააგრძელებთ, ბავშვი ინფანტილური გაიზრდება, უძლური იქნება სიძნელეების წინაშე. თუ მავეს 10 წლის შემდეგაც განაგრძობთ, მერყევ, თავდაუჯერებელ პიროვნებას მიიღებთ, რომელიც მასზე უფრო დამოუკიდებელი მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცევა, ეს გავლენა კი ყოველთვის სასიკეთო არ იქნება.

 

 

თუ შვილს 15 წლის შემდეგ პატივისცემით არ მოექცევით, ამას არ გაპატიებთ და პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სახლიდან სამუდამოდ წავიდეს.

 

 

 

წყარო - mshoblebi.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016