გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის შედეგები შეაჯამა , უმცირესობის წევრმა დრევანდელ ბრიფინგზე ყურადღება ძირითადად ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს რომ ხელისუფლება ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესის განვითარებას, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა შაბათს 27 ივლიის დაგეგმილი პრაიმერის ბოლო ტური დააანონსა და ასევე განაცხადა რომ პარტია საზოგადოებას ონლაინ გამოკლითხვის შედეგებსაც გააცნობს. პრაიმერის დასრულების შემდეგ „ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად დაიწყებს თავის წინა საარჩევნო კამპანიას.
„ძალიან სამწუხაროა რომ ხელისუფლება პირდაპირ დაკავებულია იმით, რომ ჩაშალოს როგორმე ის პროცესი რასაც ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა" ვაკეტებთ შიდა დემოპკრატიის განვითარების კუთხით. ფაქტია და არის ვიდეომასალა რომ ქართული ოცნების ოფისებში იკრიბებოდნენ ეს ხალხი, ჩვენ გვაქვს სახელები და გვარები ამ ადამიანების რომლებიც არიან საჯარო მოახელეები რომლებიც უშუიალოდ იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ხვალიდან იწყება ონლაინ ხმისმიცემა , რის შედეგებსაც ჩვენ კვირის ბოლოს შევაჯამებთ , რაც შეეხება თბილისის საბოლოო პრტაიმერს ეს გაიმართება შაბათს,"- განაცხადა ვაშაძემ.