reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს დავა დამთავრდება „ასავალ-დასავალის“ გამარჯვებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:49
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს დავა დამთავრდება „ასავალ-დასავალის“ გამარჯვებით!
ავტორი:
21 აპრილი, 2015. 15:47




2015 წლის 11 მარტს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე სართულზე, მეოცე დარბაზში, ჩვენსა და მამუკა ხაზარაძეს შორის ატეხილი ერთწლიანი დავა დასრულებულად გამოაცხადა, ჩაქუჩი მაგიდაზე დაჰკრა და საქართველოს სახელით გადაწყვიტა – რაც ხაზარაძის, მისი „თიბისი ბანკისა“ და ამფსონების შესახებ მთელი ამ ხნის მანძილზე დაგიწერიათ, იქიდან რაღაც-რაღაცები უარყავით, ხოლო ის 160 ათასი ლარი, რომლის წაგლეჯასაც მამუკა ხაზარაძე ლამობდა, ისევ თქვენ მოიხმარეთო!

 

როგორც ქრისტესა და მართლმადიდებლობას ვერ უარვყოფთ და არ ეღალატების, ისე არც იმ ცნობების უარყოფას ვაპირებთ, რაც მამუკა ხაზარაძისა და მისი „საგმირო საქმეების“ შესახებ „ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილა!

 

ჩვენ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და დარწმუნებულნი ვართ, პროცესს აუცილებლად მოვიგებთ!

 

ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც ამ ბრძოლაში ჩვენს ინტერესებს იცავს, კატეგორიულად აცხადებს, რომ „ასავალ-დასავალი“ თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს!

 

– ბატონო შალვა, როგორც იურისტი და ადვოკატი, რას იტყვით იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მოსამრთლე თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა და სულ ახლახან ჩაგვბარდა?

 

– პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩვენი მხარე – „ასავალ-დასავალი“ კატეგორიულად არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და არც იმას ვაღიარებთ, რომ ჩვენ საქმე წავაგეთ!

 

– რა ვიცი, მამუკა ხაზარაძემ და მისმა ხელისბიჭებმა მსოფლიოს მოსდეს – არიქა, „ასავალ-დასავალს“ პროცესი მოვუგეთო!

 

– ჩვენ წინ გვაქვს ორი ინსტანციის სასამართლო... ჯერ ერთი, თანხის ნაწილში მოსამართლემ ჩვენ არაფერი დაგვაკისრა და დაგვავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა, რასაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ! ერთ რამეს მინდა, მივაპყრო თქვენი ყურადღება – ევროპული სტანდარტით, მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელიც, მიუკერძოებელიც და პროფესიონალიც, მაგრამ დამოუკიდებელი შეიძლება იყოს გიჟიც. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა, გიჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა!

 

– რას გულისხმობთ?

 

– ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებებს! არაერთხელ განმიცხადებია იმის შესახებ, რომ ეჭვი მეპარებოდა თამაზ ურთმელიძის პროფესიონალიზმში. ეს გადაწყვეტილება არის იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ამ კაცს პროფესიონალიზმის კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს. დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს დისციპლინარულ კოლეგიას ეს ფაქტი მხედველობიდან არ გამორჩებათ და ისინი შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებენ!

 

– ბატონო შალვა, იუსტიციის საბჭოს დისციპლინარული კოლეგია თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან რა შუაშია?

 

– იმ შუაშია, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს უხეშად დაარღვია სხვადასხვა კანონმდებლობა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ წინასწარ გავაჟღერო ის, რასაც ვგულისხმობ... თქვენი გაზეთი გამოდის ორშაბათს, 20 აპრილს, და ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბევრ რამეს არ დავაკონკრეტებ! მე, ჩემს კოლეგასთან ბატონ არჩილ ჩუბინიძესთან ერთად, ორშაბათს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის წინაამდეგ შევიტან საჩივარს, მოვითხოვთ, რომ მის წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინარული დევნა და ურთმელიძეს შეუწყდეს მოსამართლის უფლებამოსილება. ჩვენ არ მივცემთ არცერთ მოსამართლეს იმის საშუალებას, წეროს ის სისულელე და გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რაც თამაზ ურთმელიძემ გააკეთა. მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, ვუწოდოთ ასე – „გიჟი თავისუფალია!“

 

– ერთი-ორი კონკრეტული მაგალითი მაინც დაასახელეთ რაც ამ გადაწყვეტილების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გაამყარებს!

 

– თუ „ასავალ-დასავალმა“ კანონი დაარღვია და ამა თუ იმ პირის უფლებები შელახა, მაშინ მოსამართლე ურთმელიძემ გაზეთს ფინანსური სანქცია რატომ არ დააკისრა? მეორე – ჩვენ რომელიმე პროცესზე ვნახეთ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი ეკისრება, სადმე რამე დაამტკიცა?  უფრო მეტიც, როცა ჩვენმა მხარემ უამრავი პრეცედენტი მოიყვანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოდან და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ, როცა პრესას ეხება საქმე, მიდგომა უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილი-მეთქი, მოსამართლემ  მოახდინა საოცრება და მოგვთხოვა ამ თოთხმეტი წლის წინათ ელისო ჩაფიძისა და ლაშა ტუღუშის მიერ მამუკა ხაზარაძის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა, მაშინ, როცა თავის დროზე ამ მასალის თაობაზე ვინმეს პროტესტი საერთოდ არ გამოუთქვამს! ეს არის სიგიჟე და ეს უკვე სამართლის ყოველგვარ ნორმას სცილდება...

 

– არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ პარასკევს, 17 აპრილს, ტელეკომპანია „მაესტროს“ პროგრამა „ბიზნეს კონტაქტში“ ფადი ასლი და ვინმე ტედ ჯონასი გამოვიდნენ და სასამართლოს სულ თითი უქნიეს – მამუკა ხაზარაძე მსხვერპლია და გაზეთს ფინანსური სანქცია რატომ არ დაუწესეთო!

 

– ფადი ასლი ხან შევარდნაძესთან „დაკუნწულობდა“ და ხან – სააკაშვილთან! მაგან თავის საქმეს მიხედოს! გამაგებინეთ, ფადი ასლი ადვოკატია თუ ვინ არის! გაიძახის, ბიზნესის კუთხით მძიმე მდგომარეობააო! თუ მძიმე მდგომარეობაა, ადექი, შე კაი დედმამიშვილო, და წადი იმ შენს არაბეთში! სააკაშვილის დროს რატომ არ იღებდი ხმას?

 

– ეგ მეც მაინტერესებს!

 

– რა, მაშინ არ იყო ბიზნესში პრობლემები? მაგრამ ამოიღებდა ხმას და წააცლიდნენ თავს! ფადი ასლიმ იცის, ბიძინა ივანიშვილი თავს რომ არ წააჭრის, ქვეყანაში დემოკრატიაა და ამიტომაც ლაპარაკობს ამდენს. ეტყობა, ამ ხალხს დემოკრატია კი არ უნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა, ამათ უნდათ უკნიდან ცოცხი და ზევიდან – „დუბინკა“! ეტყობა, ეს მოსწონს ქართულ ბიზნესს და რომ არავინ იყენებს ამ „ინსტრუმენტებს“, დისკომპომფორტში არიან! რას ბოდიალობენ ეს ნაძირლები?! მილიონები იტუცეს ჯიბეში და ახლა ითხოვენ, დაუცველები ვართ, გამოხატვის თავისუფლებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს, კანონი გამკაცრდესო! რაც შეეხება ჩვენს საქმეს – წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე! ხაზარაძე გამოდიოდა სასამართლოზე და კატეგორიულად ითხოვდა „ასავალ-დასავალისათვის“ 160 ათასი ლარის დაკისრებას – გაზეთი ამით უნდა შევაკავოთ, რათა მომავალში ვერ შეძლოს „სიცრუის ტირაჟირებაო!“ აგერ არის, ბატონო, სასამართლოს სხდომების ოქმები... დაუკმაყოფილა სასამართლომ ეს მოთხოვნა?

 

– რა თქმა უნდა, არა!

 

– აბა, პროცესი ხაზარაძემ როგორ მოიგო? ამიხსნას ფადი ასლიმ ეს ამბავი! ასე რომ, დავა გრძელდება და ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს დავა დამთავრდება „ასავალ-დასავალის“ გამარჯვებით! გნებავთ, მოწინააღმდეგე მხარეს და, გნებავთ, ფადი ასლის დავენიძლავები, რომ ასე იქნება!

 

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016