reportiori.ge - შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:57
სამართალი
შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 15:23

ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ჩუბინიძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. ადვოკატის შუამდგომლობით, დავით ჩუბინიძე გათავისუფლების შემთხვევაში ითანამშრომლებს სასამართლოსთან და საფრთხეს არ შეუქმნის მართლმსაჯულების წარმოებას.

ადვოკატმა 15 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობის წინააღმდეგი იყო ბრალდების მხარე. პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დავით ჩუბინიძე სასამართლო პროცესებზე მოწმეების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, იგი ნასამართლევია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადამზადებული და შესაძლოა, გამოძიებას მიემალოს.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტები იმისათვის, რომ ჩუბინიძე არ გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

„დავით ჩუბინიძე სასამართლოზე აგრესიულად იქცეოდა მოწმეებთან მიმართებაში. ჩუბინიძე ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს, იგი გადამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და იცის როგორ დატოვოს ქვეყანა. მოსამართლემ აღნიშნული არგუმენტები არ გაითვალისწინა და შეცვალა აღმკვეთი ღონისძიების სახე. ბრალდების მხარეს კი გასაჩივრების საშუალება განაჩენამდე არ გააჩნია", - განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დავით ჩუბინიძე, რომელიც ბრალდებულია სამხედრო ბაზაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შვიდი სპეცრაზმელის წამებაში, ნასამართლევია მკვლელობის მუხლით.

„დავით ჩუბინიძე 1998 წელს გასამართლებულია მკვლელობის მუხლით. იგი პრეზიდენტმა 2008 წელს შეიწყალა. იგი მუშაობდა უშიშროებაში", - განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე სულ 8 პირია ბრალდებული, აქედან 7 გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მერვე კი ბაჩო ახალაიაა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა

აქვს შეფარდებული.

ბაჩო ახალაიას ბრალად იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედება, ხოლო დანარჩენ 7 პირს წამება და არაადამიანული მოპყრობა.

დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენატრი დავით ჩუბინიძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გამოძიებასთან ითანამშრომლებს


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016