reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: სხვა ათასგვარ სისულელეში ფულის გადაყრას, ჯობდა, ჩვენი დატოვებული ფულით გაეგრძელებინათ და ამ ხალხისთვის მოეხმარებინათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:05
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: სხვა ათასგვარ სისულელეში ფულის გადაყრას, ჯობდა, ჩვენი დატოვებული ფულით გაეგრძელებინათ და ამ ხალხისთვის მოეხმარებინათ
19 ოქტომბერი, 2013. 12:24

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რაბათის ციხეს ესტუმრა და იქ არსებული მაღაზია მოინახულა.  პრეზიდენტმა მაღაზიის მომსახურე პერსონალს ჯილდოები გადასცა და მესხური საფერავი დააგემოვნა. 


ბევრი მაღაზია წავიდა აქედან. დარჩა მარტო ერთი მესხური მაღაზია და ამისთვის მადლობა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის, იმიტომ, რომ არ იყო სწორი და პირველ-ორ წელიწადს მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესს, სხვაინარად ეს ვერ გაკეთდება. სხვანაირად თავისით არ აშენდებოდა მაღაზიები, სხვანაირად ვერ ინფუნქციონირებდნენ. სხვა ათასგვარ სისულელეში ფულის გადაყრას, ჯობდა, ჩვენი დატოვებული ფულით გაეგრძელებინათ და ამ ხალხისთვის მოეხმარებინათ. პირველ-ორ წელს აიდგამდა ეს ხალხი ფეხს, მერე აღარ დასჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ყველა მაღაზია დაიხურა. ეს მაღაზია იმსახურებდა მოვსულიყავი და მადლობა მეთქვა, სახელმწიფო ჯილდოები სხვა არაფერია თუ არა მადლობა უთხარ ამ ხალხსეს რაბათი ცარიელი ქვები დარჩება, თუ თქვენ არ გააცოცხლებთ, თქვენ, რომ აქ არ იყოთ, ამას ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა. რაბათის მშენებლობის ინიციატორი შეიძლება მთავრობა იყო, მაგრამ სიცოცხლე ხართ თქვენ. ის, რომ თქვენ, აქ დარჩით და გამაგრდით ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ისევ დაბრუნდებიან. იმიტომ, რომ ახალციხეს და რაბათს დიდი მომავალი აქვს. თქვენისთანა ხალხზე, თქვენისთანა, ენთუზიასტებზე და პატრიოტებზე დგას საქართველო." - განაცხადა სააკაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016