აღმოჩენა სრულებით შემთხვევით გაკეთდა: ქალაქ ორვენტოში, იტალიაში, ღვინის მარნის რემონტისას იპოვეს ქვაში გამოკვეთილი კიბეები, რომლებიც მიწის სიღრმეში მიდიოდა...
აღმოჩენის შესახებ ამცნეს არქეოლოგებს და დაიწყო გათხრები. გათხრებში იტალიელი და ამერიკელი არქეოლოგები მონაწილეობდნენ. როდესაც ისინი ჩავიდნენ შუასაუკუნოვან შრემდე, მათ გვირაბები და ქვაში გამოკვეთილი ოთახები აღმოაჩინეს.
მკვლევარებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება, რომ ქვაში გამოკვეთილ მიწისქვეშა ნაგებობას პირამიდის ფორმა ჰქონდა. რაც უფრო სიღრეში ჩადიოდნენ, მით უფრო ფართოვდებოდა და კვადრატულ ფორმას იღებდა.
Etruscan Pyramid columbarium, used as a working lab, and filled with artifacts. Credit: Daniel George, Jr./Popular Archaeology
ჟურნალ Popular Archaeology ცნობით, პროფესორმა David B. George of St. Anselm College და Claudio Bizzarri, co-director of PAAO (Parco Archeologico Ambientale dell'Orvietano) ამბობენ: "ჩვენ სამი წელია ვაწარმოებთ აქ გათხრებს, და ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რა დანიშნულებისაა ეს ნაგებობა. ერთი რამ ნათელია, ეს არ არის კარიერი, კედლები კარგად არის დამუშავებული და მოპირკეთებული, ეს არ არის რეზერვუარი, არსად შეინიშნება წყლის კვალი".
ეტრუსკები ცნობილები არიან იმით, რომ მსგავსად კაბადოკიის მაცხოვრებლებისა, ისინიც აგებდნენ მიწისქვეშა ნაგებობებს, მრავალი გვირაბითა და შახტებით.
Archaeology team excavates the Etruscan ‘Pyramids'. Credit: Daniel George, Jr./Popular Archaeology
ყველაზე საინტერესო აღმოჩენა არქეოლოგებმა 15 მეტრის სიღრმეზე გააკეთეს: 2500 წლის წინ აქ, უცნობი მიზეზის გამო, ამოლუქეს ქვევით ჩასასვლელი.
მეცნიერებმა გაწმინდეს ეს შრე და ბევრი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც ყველა ეტრუსკული წარმომავლობისაა, კერამიკა და რაც მთავარია, ეტრუსკული წარწერები.
არქეოლოგი David B. George ამბობს: "ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩასასვლელი ამოლუქულ იქნა ჩვ. წ.-მდე 5 საუკუნეში. დიდი მნიშვნელობა აქვს ეტრუსკული წარწერების აღმოჩენას. 150 წარწერაა ნაპოვნი. ასევე ბევრია ეტრუსკული კერამიკა.
A medieval chamber for raising pigeons, called a columbarium, filled with excavated pottery. Credit: Daniel George, Jr./Popular Archaeology
გათხრები აქ 2102 წლიდან მიმდინარეობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალაქის ქვეშ, მინიმუმ, ხუთი მსგავსი პირამიდა უნდა იყოს.
თუ რატომ აგებდნენ ეტრუსკები მიწისქვეშა პირამიდებს, არქეოლოგმა Bizzarri-მ Discovery News -თან ინტერვიუში თქვა: "სავარაუდოდ, სიმართლეს გავიგებთ, როდესაც პირამიდის ძირამდე დავალთ. პრობლემაა ისაა, რომ არ ვიცით, კიდევ რამდენი დრო დაგვჭირდება, რომ იქამდე მივაღწიოთ".
წყარო: The Orvieto sites and the ongoing excavation DigUmbria.com
ვინ იყვნენ ეტრუსკები?
საიდუმლოებით მოცული ერი, რომელიც ჩვ. წ.-მე პირველ ათასწლეულში აპენინის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდა (თანამედროვე ტოსკანა) და ერთ დღეს, მათივე წინასწარმეტყველების თანახმად, უკვალოდ გაქრა.
ეტრუსკები შთანთქა გაძლიერებულმა რომის იმპერიამ.
მათი ენის შესახებ არაფერია ცნობილი. ეს მკვდარი ენა მიჩნეულია "ენა-იზოლანტად", რაც იმას ნიშნავს, რომ უცნობია, თუ რა ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა და თუ ჰყავდა მონათესავე ენა. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს იპოვოს კავშირები პელასგურ, ჰურიტულ და ურარტულ ენებთან. ძალიან ცოტა ეტრუსკული სიტყვებია ცნობილი, 50-მდეა დადასტურებული ამჭამად, ასე რომ ყველა ეს თეორია ჯერ-ჯერობით მყარ მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული.
ეტრუსკული წარმოშობისაა ისეთი ლათინური სიტყვები, როგორებიცაა:
persona < phersu «ნიღაბი»,satellitium, palatium, servus «მონა», ceremonia, antenna,arena,elementum, litera
წყარო:http://mirchie-love.ge