22-23 აპრილს „კოპალაში" „გლობალური კვლევების ცენტრისა" და ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის" ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. ქართველმა და რუსმა ექპერტებმა იმსჯელეს თემაზე „რუსეთი და საქართველო გლობალური ტურბულენტობის პირობებში".
ექპერტებმა შეხვედრაზე განიხილეს რუსულ-ქართული ურთიერთობები: ნორმალიზაციის შედეგები და პერსპექტივები; უსაფრთხოების გამოწვევები - რუსეთი და დასავლეთი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი; რუსეთის საგარეო პოლიტიკა ყირიმის შემდეგ და სხვა საკითხები.
ექსპერტთა შეფასებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. ამასთან, იგეგმება კონცეფციის შემუშავება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას გააცნობენ. შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ის მომავალშიც გაიმართება.