reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რაიმე ამპარტავნობა მჭირს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:08
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რაიმე ამპარტავნობა მჭირს
19 ოქტომბერი, 2013. 16:46

„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, დღეს რუსთავში მოსახლეობას შეხვდა.  გიორგი მარგველაშვილი,  ამომრჩევლებს  რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა,  წარუდგინა.  საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველებს  არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ ახალი დემოკრატიული ცხოვრება დაიწყება.


"მუდმივად იმასთან დაკავშირებით საუბარი როგორ შეიძლება უარი ვთქვათ მეორე ტურზე, მარტივად, იმდენად შეიძლება რამდენადაც ენდობი შენს ხალხს. მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რაიმე ამპარტავნობა მჭირს. მე, თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს მეორე ტურზე. მე ამას ნათლად ვაჩვენებ, რომ არ არის არანაირი კითხვები. ჩვენი ოპონენტების დაბღვერილ სახეებს ვაკვირდები. ვაკვირდები იმას, თუ რა ვითარებაა, "ნაციონალური მოძრაობა" დარდობს, რომ მარგველაშვილმა მეორე ტურზე უარი თქვა. დებატებში ვიყავი და ვეკითხებოდი ბაქრაძეს, შენ ხომ უნდა გიხაროდეს, მე მეორე ტურზე თუ უარი ვთქვი, შენ ხომ ძლიერი კანდიდატი ხარ, რა გადარდებს." - განაცხადა მარგველაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016