იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის მილანის სასამართლომ ორი წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
როგორც სააგენტო „როიტერი" იუწყება, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას მერე მიიღო, რაც ბერლუსკონი გადასახადების საქმეში თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ. რადგან ბეროლუსკონის ამჟამად სენატორის თანამდებობა აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ახლა ვერ შევა. სენატიდან მისი გარიცხვა კი პარლამენტის ზემო პალატაში კენჭისყრის შედეგად შეიძლება. კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება.
სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება მაქინაციებს ბერლუსკონის ჰოლდინგ „მედიასეტში". ამ საქმის გამო ბერლუსკონის ადრე პატიმრობა მიუსაჯეს, ასევე აუკრძალეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, მაგრამ მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ნაწილში სასჯელი უნდა გადაიხედოს.