reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: მისმა დახმარებამ და მხარდაჭერამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:23
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მისმა დახმარებამ და მხარდაჭერამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში
19 ოქტომბერი, 2013. 17:00

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბელგიაში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ვილფრედ მარტენსის, დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ევროპის დიდებული ლიდერისა და არაჩვეულებრივი მეგობრის ვილფრედ მარტენსის გარდაცვალების გამო. ამ ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დიდი საფრთხე ემუქრება, ჩვენთვის იგი ყველაზე თავდადებული მეგობარი იყო ევროპაში. მისმა დახმარებამ და მხარდაჭერამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და შეუძლებელია შეაფასო მისი უსაზღვრო როლი. 

იგი დააკლდება როგორც საქართველოს, ისე მოლდოვასა და უკრაინას, ყველა იმ ყოფილ დაპყრობილ ერს, რომლებსაც ასე ეხმარებოდა მათი ოცნების და ბედისწერის ასრულებაში - მიეღწიათ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, იგი დააკლდება მთელ კონტინენტს. მისი მხრიდან ევროკავშირის განვითარებისა და ზოგადად ევროპული პროექტის მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად შთამბეჭდავი და სხვებისათვის სამაგალითო იყო. პირადად მე კი, მისი სახით, ახლო მეგობარი დავკარგე. გულწრფელად თანავუგრძნობ და თანადგომას ვუცხადებ ვილფრედ მარტენსის ოჯახს."- განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ   ვილფრედ მარტენსი,  77 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016