reportiori.ge - ატარეთ იასამნისფერი სამაჯური 21 დღე და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:24
სხვადასხვა
ატარეთ იასამნისფერი სამაჯური 21 დღე და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში
ავტორი:
24 აპრილი, 2015. 15:19


ამერიკელ მღვდელმსახურ უილ ბოუენს უბრალო და იმავდროულად გენიალური აზრი დაებადა იმის შესახებ, რომ მთელი ჩვენი სამყარო უკეთესად შეიძლება ვაქციოთ...იისფერი სამაჯურის წყალობით!


სამაჯური უნდა გავიკეთოთ და ზუსტად 21 დღის განმავლობაში ვატაროთ ერთსა და იმავე ხელზე, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება! მთელი ამ სამი კვირის განმავლობაში არავითარი ნეგატიური მტკიცებულების ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლება. ეს კი ნიშნავს, რომ 21 დღე ყოველგვარი ჩივილის, საყვედურის, ჭორის, კრიტიკის, შენიშვნისა და სხვა ამგვარის გარეშე უნდა ვიცხოვროთ. თუკი მაინც „ჩაიჭრებით" და ზედმეტს წამოროშავთ, სამაჯური მაშინვე მეორე ხელზე უნდა გადაიტანოთ და დროის ათვლა თავიდან დაიწყოთ!


ერთი შეხედვით, ეს თეორია საკმაოდ უტოპიურად მოგეჩვენებათ, თუმცა მას უკვე 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს ოთხმოც ქვეყანაში. ეს ის ადამიანები არიან, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის საკუთარი და გარშემო მყოფთა სიცოცხლე. სწორედ ისინი ცვლიან ჩვენს სამყაროს უკეთესობისკენ! იქნებ, ღირს, ჩვენც მათ შევუერთდეთ?


თავად უილ ბოუენს სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რათა ზედიზედ 21 დღე გაეტარებინა ხმამაღალი ნეგატიური აზრების გარეშე. მაგრამ მან ეს შეძლო, ისევე როგორც მილიონობით მისმა მიმდევარმა. ეს კი ნიშნავს, რომ არც თქვენთვის იქნება შეუძლებელი! საქმე მხოლოდ ისაა, რა დროის განმავლობაში მოახერხებთ ამას, მაგრამ ეს უკვე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული...


რატომ არის საჭირო ზუსტად 21 დღის გატარება ჩივილის გარეშე და რატომ უნდა იყოს სამაჯური მაინცდამაინც იისფერი? საქმე ის გახლავთ, რომ რიცხვი „21" ერთგვარად მაგიურია. ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული, რომ შესაძლებელია ზუსტად 21 დღეში ადამიანს ნებისმიერი ჩვევა გამოუმუშავდეს, მათ შორის - სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აღქმის ჩვეულებაც.


შემთხვევით არც სამაჯურის ფერია შერჩეული. იისფერი სიმბოლურად გამოხატავს უზენაეს სიბრძნესა და სულიერებას და კიდევ - იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე.



წყარო - 2.etanews.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016