reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ამ ადამიანებით კი არ უნდა ვივაჭროთ, არამედ მაქსიმალურად ოპტიმალური პროექტი შევიმუშავოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:06
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ამ ადამიანებით კი არ უნდა ვივაჭროთ, არამედ მაქსიმალურად ოპტიმალური პროექტი შევიმუშავოთ
19 ოქტომბერი, 2013. 17:58

 "დემოკრატიული მოძრაობის"  პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე,   ხაიშის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. 


"მე ვნახე საოცარი დოკუმენტები, გაფორმებული 2011 წელს, რომლის მიხედვითაც, მთელი ეს ტერიტორია გადაცემულია კერძო საინვესტიციო კომპანიისათვის. პრაქტიკულად გამოდის, რომ ამ ადამიანების სახლები, საძოვრები სასაფლაოები და თვითონ ეს ადამიანებიც გაყიდულები არიან. ეს წარმოუდგენელი რამ არის, ამას აუცილებლად უნდა მიხედვა და როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ასეთ აბსურდულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, პირველ რიგში მთავრობა და პრეზიდენტი. რაც შეეხება "ხუდონჰესს", ყველაზე მეტად ადამიანებს სწყინთ ის, რომ ჩვენი ახალი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აქ იყო ამოსული არჩევნებამდე, და მაშინ ხალხს შეპირდნენ, რომ ხუდონი არ აშენდებოდა. მე ვუთხარი ამ ადამიანებს, რომ ზოგადად საქართველო არ ამბობს უარს არც ელექტროსადგურების მშენებლობაზე, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე, მაგრამ დატბორვა ამ უზარმაზარი ტერიტორიებისა, ეკლესიებისა, სასაფლაოებისა და სოფლებისა ნამდვილად არ არის ჩვენთვის სიკეთის მომტანი. ჩვენ ამ ადამიანებით კი არ უნდა ვივაჭროთ, არამედ მაქსიმალურად ოპტიმალური პროექტი შევიმუშავოთ, ისე რომ ეს ხალხი არ დაზარალდეს და ქვეყანამაც ელექტროენერგია მიიღოს." - განაცხადა ბურჯანაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016