reportiori.ge - ცანავას რომ ფეხებს ვერ მოსჭამ, მის ბოსებს დააკლებ რამეს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:11
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ცანავას რომ ფეხებს ვერ მოსჭამ, მის ბოსებს დააკლებ რამეს?!
25 აპრილი, 2015. 16:20


დიდმა მეცნიერმა კაპიცამ ნახევრად ხუმრობით თქვა თურმე: - მზის სისტემა ადამიანს არ აღმოუჩენია, ის ისედაც არსებობდა, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანებმა დაინახესო!


აი, აღმოჩენები კი, ჩვენში უნდა  ნახოთ! თანაც ისე გაოცებულები ვრჩებით ხოლმე, თითქოს არ ვიცოდით, უფრო სწორად, თითქოს „ოცნებამ" არ იცოდა, რომ მათ მიერ გაქაჩული ერთ-ერთი ქალაქის მერი 2012 წელს არჩევნებში „ნაცებს" აფინანსებდა; პროკურატურაში თურმე არის ქალბატონი, რომელიც დღემდე აწვდის ინფორმაციებს ნაციონალებს. ეს ისე, ვიცით, რომ არის, თორემ აღმოჩენით, მერე აღმოვაჩენთ, როცა საქმეს დასჭირდება. სწორედ ისე, როგორც ვიცოდით, ვინ აწვდიდა შსს-დან ინფორმაციას გივი თარგამაძეს, მაგრამ ჯერ აღმოჩენილი არ გვყავდა. ჯერ არც ის ზონდერი ლაშა ცანავა აღმოგვიჩენია, გუშინ პირზე რომ დაადგნენ - ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებით, თუ როგორ უბრაგუნებდა „დუბინკას" წაქცეულ მომიტინგეებს.


აცალეთ, ბატონო, ამ მთავრობას, აცალეთ!!!


ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიდის და ბოლოს, აღმოაჩენენ და დასჯიან, აბა, რას იზამენ? თუ არა და, მაგ საქმეს მომავალი ხელისუფლება გადაიბარებს, მიზანა ბრეგვაძის ვალებივით, ისევე, როგორც მიშას მთავრობამ შევარდნაძის მთავრობის „გრეხები" გადაიბარა და ვიქნებით ასე...


ახლა რომ ვთქვა, ნაძირალა ლაშა ცანავა და მის გვერდით კიდევ რამდენიმე ადამიანი ხელისუფლებას გადაცემის დამთავრებისთანავე უნდა დაეკავებინა-მეთქი, ხალხი შეიძლება სიცილით მოკვდეს და ამიტომ, არ ვიტყვი!


ხელისუფლებამ ცანავას ვერ მოსჭამა ფეხები, პირიქით, სამსახურიც კი მისცა  და ამის მერე ნაცების იდეოლოგების დამჭერი და სამართალში მიმცემია?!


შსს-ს და პროკურატურას პროფესიული ღირსება რამედ რომ მიაჩნდეს,  ნაკეთები საქმე თითზე  ჩამოსათვლელი არ ექნებოდა, და არც ხალხს ექნებოდა ამდენი შეკითხვა.


მართალაც, ლამის გასკდეს გული ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ. როცა ყოველ ნაბიჯზე უტიფრების პარპაშს უყურებ და მათი ცინიზმის გამო ნერვები აღარ გივარგა!!!


ბაკურ სვანიძის თქმისა არ იყოს, რომ დაგიბჩენიათ პირი და გაიძახით, ბევრია გამოსაძიებელიო - ყველაფრის ორ დღეში გამოძიებას ვინ გთხოვთ. ...მაგრამ ერთი დადგეს შსს-პროკურატურა  ხალხის ადგილას და მშვიდი ნერვებით უსმინოს ლაშა ცანავასნაირების თავხედურ განცხადებას - კანონი არ დამირღვევია, სულ კანონის დაცვით ვურტყი თავშიო.  დღეს რომ გუშინდელი ზონდერი ტელეკამერის წინ ამის თქმას გაბედავს, ძნელი მისახვედრია -  მიშას დროს რას იზამდა?!


ჩვენი შეურაცხყოფა, რომელი ნაცები, უკვე ამ ხელისუფლებასაც წესად ექცა!  ...და ახლა კორექტულობა არავინ მომთხოვოს!  რა ვთქვათ, ირაკლი სესიაშვილის ამ (მაინც შევიკავებ თავს და რბილად ვიტყვი) ტუტუცური განცხადების შემდეგ:


„...მიმაჩნია, რომ ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენ გვთხოვს დემოკრატიას, მაგრამ მეორე მხრივ, დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია..."


რა უნდა უქნა ახლა, ამ დაუკრეფავში გადასულს.


არა რა! ღვთის წინაშე, მოთმინება ნაკლი არ არის, დიდსულოვნებად ითვლება, მაგრამ ამათი მოთმენაც, უკვე შეიძლება სიდებილედ ჩაგვეთვალოს!


ხელისუფლებაში მაგიტომ მოგათრიეთ (უკაცრავად (!!!)), რომ ხალხს ველური და „ლინჩის" მომხრე უძახოთ?!


საქმეს მიხედეთ, ბიძიკო, თქვენი პროკურატურიან-შსს-იანად, თორემ, ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ დამნაშავე „ნაცების" კანონით დასჯას, საქართველოში პერსპექტივა მართლა არ გააჩნია?! ...ამიტომ ხვალიდან მე და ჩემნაირები (არ გეხუმრებით) ოფიციალურად შევალთ ნაცების პარტიაში. მერე დავერევით მაგ ლაშა ცანავას და მისნაირებს და ვნახავთ, ხულიგნობისთვის როგორ დაგვიჭერთ და გაგვასამართლებთ! გაბედავთ და ხელს გვახლებთ „ნაცებს!"

ხალხი გულს მოიოხებს!

თქვენ საქმე გაგიიოლდებათ!

არა! სიმართლე თქვით, ბატონო ხელისუფლებავ - მართლა ასეთი საქართველო გინდათ?!



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016