დიცში ოკუპაციის ხაზის სანახავად ცნობილი რუსი რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი ჩავიდა. მასთან ერთად 50 ხელოვანი აპროტესტებდა ადგილზე შემქნილ ვითარებას და ერთად დაგმეს რუსული აგრესია საქართველოში. სოფელში ჩასულებმა პლაკატებიც გაშალეს, სადაც დიდი ასოებით რუსულად ეწერა - „წადით სახლში". ნეკრასოვის განცხადებით ამ გზით რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა არა მარტო უსამართლო, სულელურიცაა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა და შეპირდა მთელს მსოფლიოს, რომ დაუბრუნდებოდა იმ მდგომარეობას სადაც 2008 წლამდე იყო, სამწუხაროდ ვხედავთ რომ ეს ასე არ ხდება და საზღვრები უფრო წინ იწევს და სცილდება ქართულ მიწას. მე რუსეთის პატრიოტი ვარ, მაგრამ მიმაჩნია რომ ამ გზით რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა არა მარტო უსამართლო, სულელურიცაა. საქართველოსთან უნდა ვმეგობრობდეთ. 21 საუკუნეში ქვეყნები თავიანთ მიზნებს აღწევენ მეგობრობით, ვაჭრობითა და ურთიერთგაგებით. ამას საქართველოში ყოველთვის ვხედავ. ძალიან სამწუხარო და უსიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემი ქვეყანა ასე მოექცა თქვენს ქვეყანას". - აღნიშნა ნეკრასოვმა.