reportiori.ge - „გამოავლინეთ საჯარო მოხელეები, რომლებიც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებში არიან შესული!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:21
ინტერვიუ
„გამოავლინეთ საჯარო მოხელეები, რომლებიც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებთან კორუფციულ გარიგებებში არიან შესული!“
26 აპრილი, 2015. 17:32


 

ვინ არიან სამთავრობო ეშელონებიდან შესული კორუფციულ გარიგებებში თამბაქო წარმოებელ კომპანიებთნ, რა ვალდებულებებს გვაკისრებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვეცია და რას და რატომ ვერ/არ ასრულებს მთავრობა?

 

 

„რეპორტიორს"  „თამბაქოს  კონტროლის ალიანსის" ხელძღვანელი გიორგი ბახტურიძე  ესაუბრა:

 

 

- 10 წელი გადის, რაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას ვართ მიერთებული. კონვენციას ჰქონდა რამდენიმე მოთხოვნა - რეკლამა და სპონსორობა უნდა აკრძალულიყო ჩარჩო-კონვენციასთან მიერთებიდან სამი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში და ა.შ. ასევე უნდა უზრუნველეყო სახელმწიფოს სერვისები, რითაც უზრუნველყოფდა იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავი დაანებონ მოწევას. ყველა სხვა რეგულაციას, რომელიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, ვადა გაუვიდა 2006 წლიდან, ანუ როცა მივუერთდით ამ კონვენციას, ამ დროიდან 5 წლის განმავლობაში.



- საერთოდ არაფერი არ შესრულდა?

 

 

- შესრულდა მხოლოდ 2 პატარა რამ, სიგარეტის კოლოფზე გაფრთხილების მიმანიშნებელი და გადასახადების მატება, რაც ყოველწლიურად უნდა მოხდეს.



- რას ითვალიწინებს კანონმდებლობა, როცა სახელმწიფო დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს?

 

 

- საერთაშორისო  დონეზე, ასეთ ქვეყანას უწყდება ტექნიკური თვალსაზრისის დახმარება და თუ ქვეყანა არ ასრულებს ჩარჩო-კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებას და არ ზრუნავს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ასეთი ქვეყანა შესაძლოა, საერთოდ გაიწვიონ კონვენციიდან და შეუწყვიტონ დაფინანსება. სოლიდური თანხებია გამყოფილი განვითარებადი ქვეყნებისთვის,  რომელსაც იღებს ჯანდაცვის სამინისტრო და შედეგად რა?



ამ ვალდებულებებს არ ასრულებდა ძველი რეჟიმის ხელისუფლებაც და არ სრულდება დღესაც, თუმცა, დღეს დამატებით ისეთი  ფაქტები გამოიკვეთა, რასაც ადრე არ ჰქონდა ადგილი - სკოლებში, სასწავლებლებში, თუ არ ხდებოდა ადრე სპონსორობა ასეთი სახით - დღეს უკვე ღიად და საჯაროდ ხდება აღნიშნული.



2014 წელს გააქტიურდნენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ყველაზე მეტად, როცა შეხედეს, რომ მთავრობა იყო სუსტი. ჩვენ ვნახეთ, რომ საჯაროდ, უკანონოდ და დაუფარავად მოხდა უნივერსიტეტების დასპონსორება - ესენი იყვნენ თსუ, სოხუმის უნივერსიტეტი, დააფინანსეს რონდელის ცენტრი, გადაამზადეს ჟურნალისტები, ეკონომიკის სამინისტროს კადრები, ეროვნული მუზეუმი, მარჯანიშვილის თეატრი - ამ ყველაფერს აფინანსებდნენ იაპონური და ამერიკული თამბაქოს კომპანიები, კრიმინალური საერთაშორისო დაჯგუფებები.  ე.ი. მათ სამომავლო პოლიტიკურ პროცესებში ინვესტიცია ჩადეს.



- რა ტიპის დანაშაული იკვეთება?

 


- ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს. მთავრობას ჰქონდა ვალდებულება, ყოველ სამ თვეში ერთხელ გამართულიყო სამთავრობო სხდომა ამ საკითხზე, რასაც არ ჰქონია ადგილი მთელი 2014 წლის განმავლობაში. მთავრობა ახდენს მის მიერვე მიღებული დოკუმენტის იგნორირებას, რადგან შევიდა კორუფციულ გარიგებაში. ჩვენ რომ ვნახოთ კანონი საჯარო მოხელეთა ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ, იქ პირდაპირ წერია, რომ იკრძალება მსგავს კომპანიებთან გარიგებაში შესვლა, რაც წარმოადგენს თანამდებობრივ დანაშაულს და პირი ხდება სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი.


მოვითხოვთ მთავრობისგან, გამოავლინონ პირები, რომლებიც შეგნებულად, სხვადასხვა ინტერესების გამო  შედიან გარიგებებში თამბაქოს მწარმოებლებთან და ჩამოაშორონ საჯარო სამსახურს.



ასევე, კონვენცია ითხოვს, რომ შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, თამბაქოს ეროვნული ცენტრი. ვითხოვთ, რომ შეიქმნას შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც დაექვემდებარება პრემიერს ან პარლამენტს, კოორდინაციას გაუწევს ყოველდღიურ რეჟიმში საკითხს და იმუშავებს კანონის აღსრულებაზე.



- მერე ეს ადმინიტრაციულ ხარჯებს  ხომ გაზრდის და გვაქვს ამხელა ფუფუნება?

 

 

- ბიუჯეტში 250 მილიონ ლარამდე შედის  თამბაქოს ინდუსტრიიდან, ამის პარალელურად თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ამ თანხაზე 2-3 ჯერ მეტი გადის ბიუჯეტიდან. ანუ დაახლოებით 750 მილიონი ლარი იხარჯება ჯანდაცვის ბიუჯეტიდან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაავადნენ ისეთი დაავადებებით, როგორებიცაა - ფილტვის კიბო, ხორხის კიბო, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო და ა.შ.  საკმაოდ გაიზარდა ქალებში ფილტვის კიბოს რიცხვი. ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში, მონაცემების მიხედვით, 20%-მდეა ქალებში გაზრდილი. ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანია თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების  მსხვერპლი.



ხელისუფლება რომ შეიცვალა, თქვეს, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უმთავრესი, მაგრამ 2014 წელმა სხვა რამ წარმოაჩინა. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები მაღალ თანამდებობის პირებთან - როგორც ეკონომიკის და ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, არიან გარიგებაში და მეტსაც გეტყვით, ამ გარიგებაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და იმ ბიზნესს ლობირებენ, რაც მათთვის ჩვეული იყო. ლოგიკურად კი გამოდის, რომ ამჟამინდელი მთავრობა მათ თამაშს თამაშობს.



მივმართავთ პროკურატურას, გამოვლინდეს კონკრეტული პირების ინტერესები, რაც ძალიან მარტივია. წინა ხელისუფლების პირობებში მათი მთავარი  ლობისტი იყო აწ გარდაცვლილი „ეკონომიკის მამა" კახა ბენდუქიძე და მისი კლანი, რომლებიც შემორჩენილები არიან ხელისუფლებაში და აგრძელებენ  ძველ საქმიანობას. ასევე ამ ბიზნესის მიმართ ინტერესები ჰქონდა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას.



- უნივერსიტეტები ახსენეთ. გამოდის, თსუ- და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორებიც გაიგებაში იყვნენ შესულები?

 

 

- გამოდის, რომ არც ერთ უნივერსიტეტს არ ჰყავს ნორმალური იურისტი, რომელიც აუხსნიდა სასწავლებლების ხელმძღვანელობას, რომ კანონითაა აკრძალული თამბაქოს მწარმოებელი კომპანებისგან სპონსორობა.  რექტორები ჰყავთ შეყვანილი შეცდომაში.



- რას აპირებთ?

 

 

- ვქმნით საზოგადოებრივ პოლიციას, დღეს კანონის აღმსრულებელი არის შს სამინისიტრო, რომელიც ამბობს, რომ მას სხვა, უფრო მნიშვნელოვნი ვალდებულება აკისრია, ამიტომ მალე ჩვენ თვითონ დავიწყებთ არსებული კანონმდებლობის აღსრულებას.



- თუ მთავრობა არ ასრულებს ჩარჩო-კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებას, რას ვკარგავთ გარიცხვით?

 

 

- ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი, საერთაშორისო დონეზე შერცხვენა და ქვეყნის იმიჯის დაკნინება. სხვა რა უნდა დაკარგო, გამოვა, რომ სახელმწიფოა უპასუხისმგებლო და უთავმოყვარეო. 


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016