reportiori.ge - ილია მეორე: ცუდ დროს ვცხოვრობთ, სულიერი ფასეულობების გადაფასება ხდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:53
რელიგია
ილია მეორე: ცუდ დროს ვცხოვრობთ, სულიერი ფასეულობების გადაფასება ხდება...
ავტორი:
27 აპრილი, 2015. 01:22




"ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ საქართველოში. თქვენი მოღვაწეობა ცნობილია არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში" - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ვაშინგტონის მთვარ ეპისკოპოსს, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს ტიხონს.

 

 

"ჩვენ ვცხოვრობთ ცუდ დროს, როცა ხდება სულიერი ფასეულობების გადაფასება, როცა ადამიანი იცვლება. გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგმულია უკან სულიერებასა და რწმენაში, ზნეობაში. ჩვენ გვაკისრია დიდი მოვალეობა პასუხისმგებლობა დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია, ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ მეგობრობას.

 

 

დღეს მენესაცხებლე დედათა დღესასწაულია, რომლებმაც უშიშად მიაცილეს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარცმამდე და არ შეუშინდნენ.

 

 

დღეს არის ჩვენი მეფის, თამარ მეფის ხსენების დღე. ეს არის ოქროს ხანა. მან გადაარჩინა საქართველო მრავალი განსაცდელისგან" - ბრძანა პატრიარქმა ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

 

 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა ამერიკა და ამერიკის მართმადიდებლური ეკლესია და პატივისცემის ნიშნად მიტროპოლიტ ტიხონს ივერის ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

 

 

ვაშინგტონის მთვარი ეპისკოპოსი, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016