reportiori.ge - ალექსანდრე ბატონიშვილი - ავანტიურისტი თუ გმირი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:42
სხვადასხვა
ალექსანდრე ბატონიშვილი - ავანტიურისტი თუ გმირი?!
ავტორი:
27 აპრილი, 2015. 05:35



საგულისხმოა, რომ ცნობილი ქართველი პოეტი და რუსი სამხედრო მოღვაწე ალექსდანდრე ჭავჭავაძე, 1804 წელს, მთიულეთის აჯანყების დროს, ბატონიშვილის მხარეს იბრძოდა, ხოლო 1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს, უკვე მის წინააღმდეგ - დაწინაურებული რუსი სამხედრო ოფიცრის ჩინით!



ერეკლე მეფის რიგით მეჩვიდმეტე შვილი - ალექსანდრე, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო პერსონა და წინააღმდეგობებით სავსე ადამიანია. მისი გმირული ბრძოლა სამშობლოს დამპყრობელთა წინააღმდეგ უდავოა, თუმცა ბევრი კამათობს  - რა ედო ამ „გმირობას" საფუძვლად - სამშობლოს უანგარო სიყვარული თუ რაიმე პირადი და ავნტიურისტული ზრახვები?



თუკი მხოლოდ უანგარობაზე ვისაუბრებთ,  ძალიან გაგვიჭირდება გავცეთ პასუხი კითხვას - მაშ, რაღატომ მოუძღოდა ამავე სამშობლოს წინააღმდეგ ბატონიშვილი ხან ირანის, ხანაც კი ლეკების ჯარს? და რომც შესაძლებელი ყოფილიყო იმ ვითარებაში კავკასიიდან რუსთა უძლიერესი შეაიარაღებული ძალების განდევნა, ენდობოდა და აირჩევდა კი ქართველი ხალხი ასეთ მეფეს?



და მაინც - ეს იყო ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა საქართველოს გასათავისუფლებლად რუსებისაგან. მან იმდენად დიდი მეომრის სახელი დატოვა, რომ ზოგიერთი გადმოცემით მითიურ თორღვა ძაგანსა და ლეგენდარულ შამილსაც კი, მის შვილად მოიხსენიებენ სახალხო თქმულებები. თუმცაღა, ფაქტია - თორღვა ძაგანი უფრო ადრინდელი პერსონაჟია, ხოლო შამილი დაღესტნელი და ჩეჩენი ხალხის შვილი.



საფუძველი ამ ორივე ვერსიას დაუდო ალექსანდრე ბატონიშვილის ძალიან ახლო კავშირებმა ხევსურეთთან და ზოგადად ჩრდილო კავკასიასთან. ალექსანდრე ჯერ კიდევ 13 წლის ასაკიდან ერთვებოდა სახელმწიფო საქმეებში. ერეკლე მეორემ იგი სრულიად ახალგაზრდა გაგზავნა კახეთ-დაღესტნის საზღვარზე და ყადორის უღელტეხილის დაცვა დაავალა. ამ დროს დაუმეგობრდა იგი ლეკებს, ავარიელებს და სხვა ჩრდილო კავკასიელებს. ალექსანდრეს ცხოვრება მოგვიანებითაც მჭიდროდ დაუკავშირდა მთასა და ხევსურეთს.



მანამდე კი ალექსანდრეს არაერთი იმედგაცურება ელოდა ახლობელი ადამიანებისგან. პირველი ასეთი ელდა მისთვის იყო მისი აღმზრდელის, გერმანელი ექიმის რეინაგსის რუსეთის აგენტობა. ერეკლე მეფის პირადი ექიმი და ნდობით აღჭურვილი პირი საქართველოს მეფის კარზე შემოგზავნილი აგენტი აღმოჩნდა და ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც იგი ხელმწიფე-იმპერატორმა პეტერბურგს გაიწვია.



დიდი იმედგაცრუება ელოდა ალექსანდრეს კრწანისის ომშიც, სადაც იგი ბოლომდე გვერდით ედგა მამას. ოსმალების მოძულე ბატონიშვილი ვერც რუსის ჯარს შეეგუა და 1804 წელს „მთიულეთის აჯანყებას" გაუკეთა ორგანიზება. მართალია ელვისებურმა დარტყმებმა ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოუტანა აჯანყებულებს, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც დამარცხდნენ რუსეთის კარგად ორგანიზებულ სამხედრო კორპუსებთან.



მოუსვენარი ბატონიშვილი 1812 წელს უკვე კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, მაგრამ მორიგი დამარცხებით გაწბილებული, იძულებული გახდა ხევსურეთს გადასულიყო. ბატონიშვილს ხევსურებთან ერთად ქისტებიც მიემხრნენ და სოფელ გუროში გაამაგრეს პოზიციები. შედეგად, მძიმე რუსული არტილერიის დარტყმებით განადგურდა 22 ხევსურული და 7 ქისტური სოფელი. 700 ადამიანი შატილთან დაიღუპა, ხოლო გუროს ბრძოლაში 1 200 ხევსურის ამოჟლეტამ განაპირობა ამ სოფლის საბოლოო გაუკაცრიელება და მას მერე ხევსურებს გუროში აღარც უცხოვრიათ. თავად ალექსანდრე ბატონიშვილი დაღესტანში გადავიდა და 6 წლის განმავლობაში ცდილობდა აეყოლიებინა რუსთა წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილო კავკასიელი ხალხები. სწორედ ამ დროს ცხოვრობდა ის კარგა ხანს შამილის მშობლიურ სოფელში. ალექსანდრეს მეცადინეობამ სრულიად უშედეგოდ ჩაიარა. ხალხი უკვე გადაღლილი იყო ამდენი ომიანობით და ჯარის შეკრება ვერ მოხერხდა.



საბოლოოდ, მართლაც საინტერესოა პასუხი კითხვაზე  - ღირდა კი, ამდენ მსხვერპლად და უბედურებად, ის რაც, ალბათ იმთავითვე უშედეგო და მიუღწეველი ჩანდა? საგულისხმოა, რომ ცნობილი ქართველი პოეტი და რუსი სამხედრო მოღვაწე ალექსდანდრე ჭავჭავაძე, 1804 წელს მთიულეთის აჯანყების დროს ბატონიშვილის მხარეს იბრძოდა, ხოლო 1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს, უკვე მის წინააღმდეგ - დაწინაურებული რუსი სამხედრო ოფიცრის ჩინით!



ალექსანდრე ბატონიშვილი იძულებული გახდა 1818 წელს რუს მესაზღვრეებს გადაცმული გაპარვოდა ჯერ ახალციხესა და შემდეგ ირანში. მოგვიანებით, იმ "გარუსებულმა" ქართველმა სამხედროებმა, რომლებმაც ალექსანდრე ჭავჭავაძის გზა აირჩიეს, ახალციხე დედასაქართველოს დაუბრუნეს! ალექსანდრე ბატონიშვილი კი, ირანის დროშის ქვეშ იბრძოდა. სწორედ მისი ჩამოყვანა ჰქონდათ განზრახული 1832 წელს ცნობილი შეთქმულების მონაწილეებს... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრე ბატონიშვილის მორიგ იმედგაცრუებად დარჩა.



1844 წელს, დაუძლურებული ალექსანდრე ბატიონიშვილი სიღატაკეში გარდაიცვალა. იგი თეირანში სომხური ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.


ირაკლი ყალიჩავას ბლოგი



http://www.bstv.ge








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016