reportiori.ge - ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:55
სხვადასხვა
ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე…
ავტორი:
27 აპრილი, 2015. 11:19


ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთის პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრში, 60 წყვილი ძველმოდური რკინის ფეხსაცმელებისგან შექმნილი მონუმენტია განლაგებული.



.

 


ექსპოზიციის უკან 40 მეტრიანი ქვის სკამი დგას უნგრულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე წარწერით: " ფაშისტური პარტია "ჯვარედინი ისრების" მოხალისეების მიერ დახვრეტილ მსხვერპლთა პატივსაცემად."

 

მონუმენტი სახელწოდებით " ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე" 1944-45 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალია.



 

1944 წელს უნგრეთში ფერენც სალაშის ხელმძღვანელობით შექმნილმა ფაშისტურმა პარტიამ - "ჯვარედინი ისრები" სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, რის მერეც გამოვლინდა მწვავე ანტისემიტური პოლიტიკა. პარტიის მოხალისეები ქალაქს ძარცვავდნენ და მასობრივად ხვრეტდნენ ებრაელებს: 50-60 კაციან ჯგუფს აყენებდნენ დუნაის სანაპიროზე, ართმევდნენ ძვირფასეულობას, ხდიდნენ ფეხსაცმელს, ხვრეტდნენ და წყალში ყრიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ფეხსაცმელი ძვირად ფასობდა, მას შავ ბაზარზე ყიდდნენ.


 

ბუდაპეშტის გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე პარტიის წევრებმა 15 ათასი ებრაელი დახვრიტეს. ომის შემდეგ 255 ათასი გადარჩა, უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და ქვეყანაში სულ 100 ათასი ებრაელი დარჩა...

 


 

 

 

 

(წყარო: dudana.kvirispalitra.ge)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016