გთავაზობთ ნამდვილ ფაქტებს ამერიკაზე, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებზეა დაფუძნებული და ყველას დააინტერესებს, მათ შორის ამერიკელებსაც.
1. რვა ამერიკელიდან ერთი აუცილებლად მუშაობდა „მაკდონალდსში";
2. კომპანია „Apple-ს უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე აშშ-ს ხაზინას;
3. მონტანაში ძროხებისა და ადამიანების შეფარდება 3-1-ზეა;
4. ერთი ამერიკელი იმდენივე რესურსს მოიხმარს, რამდენსაც 32 კენიელი;
5. ამერიკული კოლეჯების ზოგი სტუდენტი ცნობილია როგორც ვარსკვლავი სპორტსმენი. სინამდვილეში კი ისინი ჩვეულებრივი მოსწავლეები არიან, რომლებიც სკოლისგარე საქმიანობაში არიან ჩაბმული;
6. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა უმეტესობა ინგლისურად ლაპარაკობს, აშშ-ში ოფიციალური სახელმწიფო ენა არ არის;
7. სამიდან ერთი ამერიკელი სიმსუქნით იტანჯება;
8. ამერიკელების 25%-ს რეინკარნაციის სჯერა;
9. სიგარეტის მოწევა სრულიად კანონიერია არასრულწლოვანთათვის, უკანონოა მათთვის სიგარეტის მიყიდვა;
10. ამერიკელთა სიკვდილიანობის მიზეზებში მეექვსე ექიმთა შეცდომებია;
11. ვირჯინიის შტატში უფრო მეტი პრეზიდენტი დაიბადა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში;
12. ამერიკელების 27 პროცენტს არ სჯერა, რომ ადამიანი მთვარეზე იყო;
13. თუ ჯიბეში გიდევთ ათდოლარიანი და არ გაქვთ ვალები, ჩათვალეთ, რომ ამერიკელების 25 %-ზე უფრო მდიდარი ხართ;
14. ყოველ დღე ამერიკაში იყიდება 404 687 კვადრატული მეტრი პიცა;
15. ამერიკელები ცხოვრების დაახლოებით 4,4 წელს ატარებენ თითოეულ სამუშაო ადგილზე;
16. აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება არა მარტო სამეცნიერო-ისტორიული მონაცემები, არამედ ტვიტში გამოქვეყნებული მასალებიც;
17. მშრალი კანონის დროს აშშ-ს მთავრობამ მოწამლა ლუდი, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა;
18. ამერიკელი ბავშვების 40 %-ს გაუთხოვარი ქალები აჩენენ;
19. ამერიკაში ყოველ დღე 2 მილიონ ქათამს ჭამენ;
20. ამერიკა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაინახავთ დროშას.
სპეციალურად საიტისთვის
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ