reportiori.ge - საქართველოში საწვავის ფასმა მოიმატა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:14
ეკონომიკა
საქართველოში საწვავის ფასმა მოიმატა
ავტორი:
27 აპრილი, 2015. 18:03


საქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "bpn.ge" ავრცელებს. როგორც "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი "bpn.ge"-სთან საუბრისას აღნიშნავს, 26 აპრილიდან "ვისოლის" ქსელში ფასებმა 5 თეთრით მოიმატა ეკონომ პროდუქტებზე. ამჟამად საწვავზე "ვისოლის" ქსელში ფასები ასე გამოიყურება: ეკო სუპერი - 1.99 ლარი, ეკო პრემიუმი - 1.94 ლარი; ეკო რეგულარი - 1.81 ლარი; ეკო დიზელი - 1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 - 2.20 ლარი; ევრო რეგულარი -1.78 ლარი; დიზელ ენერჯი -1.79 ლარი.



დღეიდან 5 თეთრით გაძვირდა "ლუკოილის" ქსელში არსებული ყველა პროდუქტიც. ამჟამად "ლუკოილში" ევროსუპერი - 1.99 ლარი; პრემიუმ ავანგარდი - 1.89 ლარი; ევრო რეგულარი - 1.73 ლარი, ხოლო ევროდიზელი 1.89 ლარი ღირს. 26 აპრილიდან ფასებმა ყველა პროდუქტზე 5 თეთრით მოიმატა "სოკარშიც". დღეს "სოკარში" საწვავის შეძენა მსურველს შემდეგ ფასად შეუძლია: სუპერი - 1.99 ლარი, ნანო პრემიუმი - 1.89 ლარი; ევრო რეგულარი- 1.78 თეთრი; ნანო რეგულარი - 1.75 თეთრი, ნანო დიზელი - 1.76 ლარი, ევრო დიზელი - 1.94 ლარი.



"გალფში" საწვავის შეძენა შემდეგ ფასად არის შესახლებელი: G-ფორცე პრემიუმი- 1.95 ლარი; G-ფორცე ევრო რეგულარი -1.89 ლარი; რეგულარი- 1.79 ლარი; ევრო დიზელი - 1.79 ლარი; G-ფორცე ევრო დიზელი - 1.95 ლარი; "რომპეტროლში" კი საწვავის შეძენა მომხმარებელს შემდეგ ფასად შეუძლია: ეფიქსი სუპერ ევრო - 1.99 ლარი, ეფიქსი ევრო პრემიუმი- 1.87 თეთრი, ევრო რეგულარი -1.68 ლარი, ეფიქსი ევრო დიზელი - 1.89 ლარი, ხოლო ევრო დიზელი - 1.74 ლარი.





(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   bpn.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016