"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე, ქობულეთში აჭარა-გურიის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. საუბრის თემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების აუცილებლობა იყო.
"სამწუხაროა, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მთავრობა სრულიად უმოქმედოა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის და რეალური დახმარების მიმართულებით. პირადად ჩემი და "ქრისტიან-დემოკრატების" გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში სოფლის მეურენეობის ტრადიციული დარგების და აგრარული კოოპერატიული მეურნეობების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, რომელიც მართლაც სახელმწიფო სტრატეგიის ხარისხში უნდა იყოს აყვანილი. პრეზიდენტის ერთ-ერთი მოვალეობა უნდა იყოს სწორედ ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქართული პროდუქციისთვის ქართული ბაზრის დაბრუნება და საზღვრებს გარეთ ახალი ბაზრების მოძიება და მე პირობას ვდებ, რომ შესაბამისი სახელისუფლებო რესურსების ჩემს ხელთ აღმოჩენის შემთხვევაში, ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებ"- განაცხადა თარგამაძემ.