reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: მარგველაშვილო, გამოდი, რაიხსტაგიდან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:10
ინტერვიუ
ელიზბარ ჯაველიძე: მარგველაშვილო, გამოდი, რაიხსტაგიდან!
ავტორი:
28 აპრილი, 2015. 13:02


„ლიბერასტები საჩვიდმეტმაისოდ, პარლამენტში შესატანად ამზადებენ კანონპროექტს ერთსექსიანთა ქორწინების შესახებ!"


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ავლაბრის რეზიდენციაში მის დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, სხვა არაფერია, თუ არა მისი და ბიძინა ივანიშვილის „პიროვნული დაპირისპირება"! სწორედ ამ თემის განხილვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან.


- ბატონო ელიზბარ, თქვენი აზრთ, რატომ არ ეთმობა მარგველაშვილს სააკაშვილისეული „რაიხსტაგი"?


- ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაუშვა, მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სწორედ გიორგი მარგველაშვილია!


კომუნისტურ ეპოქას ახლა ყველა ბრუნვაში რომ აგინებენ, ერთი რამ კარგად იცოდნენ: სანამ ადამიანს დიდ თანამდებობაზე გაამწესებდნენ, მის ბიოგრაფიას, წარსულს კარგად შეისწავლიდნენ! კომუნისტების დროს შემთხვევითი ადამიანი დიდ თანამდებობაზე ვერანაირად მოხვდებოდა!


რომ არა ბატონი ბიძინას დაჟინებული მხარდაჭერა, მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არავინ აირჩევდა! არადა, პირადად მე, არაერთხელ დამიწერია და მითქვამს თქვენთან ინტერვიუებშიც, რომ არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტად იმ ადამიანის არჩევა, რომელმაც ქართველი ერი „ავადმყოფად" მონათლა და „მსუბუქი დებილობის ფორმით" შეპყრობილ მოზარდს შეადარა!


შედეგიც სახეზეა!


აკი, მარგველაშვილი გაპრეზიდენტებამდე გაიძახოდა, მე პლასტელინივით ვარო, ჰოდა, როდესაც მიზანს მიაღწია, „პლასტელინმა" სააკაშვილის ფორმა მიიღო!


დღესდღეობით, მარგველაშვილის ყველა ნაბიჯი აშკარად ანტისახელმწიფოებრივია და ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს!


მარგველაშვილმა ღიად გადაუხადა მადლობა კოტე კუბლაშვილს სასამართლო სისტემის მშენებლობისთვის გაწეული „ღვაწლის" გამო! ჰოდა, მარგველაშვილსაც ისევე სძულს ქართველი კაცი, როგორც სააკაშვილსა და კუბლაშვილს!


ამიტომაც, ვეუბნები მას:


მარგველაშვილო, გამოდი რაიხსტაგიდან!


ხალხი უკვე ისეა გამწარებული, რომ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოათრევს, ხოლო ნაცებს - პარლამენტიდან!


- ბიძინა ივანიშვილმა ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, გაიხსენა რა ირაკლი ალასანიას განცხადება - „ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი!" - იქვე აღნიშნა - გაოცებული ვარ, „ოცნებიდან" ამას არავინ უპასუხაო...


- ირაკლი ალასანიამ ჯერ ბიძინა ივანიშვილისთვის სამეგრელოში არჩევნებისას მოპარული მილიონები დააბრუნოს და მერე ატლიკინოს ენა!


ალასანია თავის დროზე, ადამიანის გატაცებისთვის რომ დასჯილიყო, დღეს ასე თავგასული არ იქნებოდა!


- რას გულისხმობთ?

 

- ირაკლი ალასანია უშიშროების ახალგაზრდა ოფიცერი იყო, როდესაც თავისი მევალე ქალი გაიტაცა და მძევლად ჰყავდა!


მე ძალიან კარგად მახსოვს ეს ამბავი! მაგრამ საქმე ჩაიფარცხა და ალასანია ამ ამბიდან „მშრალი" გამოძვრა!


რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გაოცებას, „ოცნებიდან" არავინ გამოეხმაურა ალასანიას ბრალდებას, თითქოს ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილიაო, ესეც ძალიან ლოგიკურია! „ოცნებაში" კი არის ერთი-ორი პატივსაცემი კაცი, მაგრამ იქაურობა, ძირითადად, 30 ვერცხლზე გაყიდული მედროვეებითაა სავსე!


მეტსაც გეტყვით: ძმები ბერძენიშვილები ღიად დასცინიან ბიძინა ივანიშვილს!


- რატომ?


- იმიტომ, რომ მაგალითად, ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, მას „ფულის ტომარა" უწოდა, აზრი არ შეუცვლია!

 

- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ავტორიტეტმა გარდაცვლილი რესპუბლიკური პარტია გამოაცოცხლა?!


- დიახ! ერთ-ერთი წვეულებაზე, ძმები ბერძენიშვილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბიძინა ივანიშვილის „გატრიზავებაში"! ეს სულ ახლახან მოხდა, ძველი ამბავი კი არ არის!


რესპუბლიკელები რომ გესლიანი მორიელები არიან, არახალია! ისინი კარგად ხვდებიან, რომ მომავალ არჩევნებზე „ოცნების" კოალიციაში ვეღარ მოხვდებიან! რესპუბლიკელებმა ისიც კარგად იციან, რომ ნაცები ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან... ამიტომ, ხელისუფლებაში მოსასვლელად, ნაცების, მარგველაშვილის, რესპუბლიკელებისა და ალასანიას შერწყმით იქმნება ლიბერასტული კენტავრი!


იგეგმება მთელი რიგი პროვოკაციებისა, რომელთა მიზანი არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციაა  - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - დასავლეთში!


მაგალითად, ლიბერასტები საჩვიდმეტმაისოდ პარლამენტში შესატანად ამზადებენ კანონპროექტს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ!


- მერე ამ კანონპროექტს ვინ მისცემს ხმას?

 

- აქ მთავარი ხმის მიცემა კი არა, ხმაურის გამოწვევაა! ეს პროვოკაციისთვის კეთდება!


ისე, გიორგი მარგველაშვილი იმდენად ღიად გამოხატავს სიმპათიებს ლგბტეებისადმი, რომ მინდა, პირდაპირ ვუთხრა: „კარალევა მარგო", გამოეწყვე შენს მოსქსოვილ წითელ წინდებში და პირადად ჩაუდექი სათავეში 17 მაისის გეი-აღლუმს!


ნახეთ, რა ხდება ამ ჩვენს ტელესივრცეში!


ნახეთ, რა ხდება ტელეკომპანია „GDS"-ზე, პედერასტიის აპოლოგეტებისა და „ტუალეტის პროექტების" თავშესაფრად რომ გადაიქცა!


ეს მამუკა ხაზარაძე, „მწვანე კიტრივით" რომ მოაქვს თავი, რატომ არ გამოვა და არ მოინანიებს, რომ ამ გახრწნილ და ღვთისმაგინებელ არარაობებს აძლევს ლიტერატურულ პრემიებს?


ანდა, ეს ლარის კურსი რომ ვერა და ვერ დასტაბილურდა, რაშია საქმე?! ჩვენს სამეზობლოში პირველი რყევების შემდეგ ყველა ეროვნული ვალუტა დაუბრუნდა ძველ კურსს, საქართველოში კი - ისევ ისეთი ქაოსია!


ეს, იცით, რისი ბრალია?


ლარის კურსის ზრდით მოსახლეობის ძარცვაში მთავარი დამნაშავე არის ეროვნული ბანკის ნაცი თავმჯდომარე გიორგი ქადაგიძე და მისი ამფსონი კომერციული ბანკების ყაჩაღ-ბანკირები!


ეს „ხაზარაძე და კომპანია" ვერა და ვერ გაძღა ქართველი ხალხის ძარცვითა და ცრემლით!

 

- სააკაშვილის „აცრემლებული ხატება" თუ ნახეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის პანაშვიდზე?

 

- სააკაშვილის ცრემლებისა მხოლოდ ტუტუცებს სჯერათ!


მიშიკო ვერ არის კარგი მსახიობი, ის „გაშიფრული აგენტია"! სააკაშვილმა მთელი საქართველო სისხლში და ცრემლში აბანავა და ახლა, ვინ დაიჯერებს იმას, რომ ის ერთი ჯარისკაცისთვის ატირდა?!


ეს იქით იყოს და, სააკაშვილს უკვე უკრაინაშიც რომ ადანაშაულებენ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში, ეგ როგორ არის?


საქართველოს პროკურატურაში დღემდე რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში პატიმრების ორგანოებით უკანონო ბრალდებით?!


- დასავლეთის „შეშფოთებას" ხომ არ ერიდებიან?!


- ამასწინათ, ამერიკაში ერთი ამბავი ატყდა, ვიღაცამ შიმპანზე გალიაში გამოკეტა და თავისუფლება შეუზღუდაო! ნეტავ, გენახათ, რა გნიასი იყო! ჰოდა, თუ ამერიკაში გალიაში გამოკეტილ შიმპანზეს გამო ასეთი წიოკი დასაშვებია, მაშინ უდანაშაულო ადამიანების მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი ნაცების გასამართლება რატომ არის აკრძალული?! თუ ქართველები ამერიკელ შიმპანზეზე უუფლებო არსებები ვართ?!


კისერიც  უტეხიათ ამერიკასაც და ევროპასაც, თუ მათთვის ქართველები მონები და უსულო საგნები ვართ!


ქართველი ხალხი კი, ვერასოდეს შეეგუება სააკაშვილისა და მისი ბანდის დაუსჯელობას! და ვინც ამაში ხელს შეგვიშლის, ყველას იმის იქითაც ჰქონია გზა!

 

ესაუბრა გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016