reportiori.ge - მხატვარი რომ ვიყო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:28
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მხატვარი რომ ვიყო...
ავტორი: ანა ნოდია
29 აპრილი, 2015. 02:35

 

მხატვარი რომ ვიყო სახლებს დავხატავდი, ხეები აივნებზე იქნებოდა დარგული. ფანჯრებიდან ცხოველები გამოჩნდებოდნენ, ზოგი საუზმის დროს, ზოგი - საუბრის დროს, ზოგს ეძინებოდა...



ადამიანები მიწაზე იცხოვრებდნენ, მანქანებში, კომპიუტერებში, კონდიციონერებსა და სარეცხ მანქანებში.



მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ცხოველებს, რომლებიც ადამიანებს აივნებიდან დანანებით გადმოხედავდნენ. ადამიანებს არ ეყოლებოდათ ცხოველები - დასაკლავად; მოსაკლავად; შესაჭმელად... არ ეყოლებოდათ შინაური ცხოველები მოსავლელად... არ ექნებოდათ მცენარეები მოსაჭრელად, დასაჭრელად, დასაჩეხად, არ ექნებოდათ მცენარეები სასუნთქად...




მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ზღვის და მდინარეების ადგილებს... დამშრალს, გამქრალს... იმ ადგილებზე ადამიანებს, რომლებიც კვლავ აშენებენ ცათამბჯენებს, ქარხნებს, ბენზინგასამართ სადგურებს... ადამიანებს, რომლებსაც არ ექნებოდათ ტყე, ტბა, აგარაკი ხეები, ხედები, ჰაერი... ადამიანებს, რომლებიც ემსგავსებოდნენ არა ადამიანებს, არამედ რაღაც სხვას... მოძრავ არსებებს, რობოტებს, საცოდავ რობოტებს... მონებს... ფულის, სახლების...

ისეთებს, ცხოველები დანანებით რომ გადმოხედავდნენ აივნებიდან...



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016