reportiori.ge - ელგუჯა ამაშუკელის დიდების მონუმენტი, კონსტანტინე მერაბიშვილის "ერეკლე მეორე"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:58
სხვადასხვა
ელგუჯა ამაშუკელის დიდების მონუმენტი, კონსტანტინე მერაბიშვილის "ერეკლე მეორე"
ავტორი:
29 აპრილი, 2015. 05:48



ქართული ხალხური პოეზიის შედევრი „ლექსი ვეფხისა და მოყმისა" ვასილ მჟავანაძეს ძალიან მოსწონდა და ელგუჯა ამაშუკელს ყველანაირად უწყობდა ხელს ამ თემისადმი მიძღვნილი ძეგლის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ამაშუკელის „ვეფხის და მოყმის" გრაფიკული ნამუშევარი, 1969 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართული ქართული კულტურის დღეების ემბლემა გახდა.

ვასილ მჟავანაძეს ძეგლის დასადგმელი ადგილი თავად შეურჩევია.

ვალერიან ფირანიშვილი : „ ... საუბრის შემდეგ ვასილ პავლოვიჩმა მხარზე ხელი გადამხვია, თბილისის შესასვლელთან სივრცისაკენ მიმითითა და მეუბნება :- შენი აზრი მაინტერესებს, ვალიკო, აი აქ, ამ ადგილზე „ვეფხისა და მოყმის" ძეგლი უნდა დავდგა, რას იტყვიო. ძალიან გამიხარდა,- აბა ამაზე კარგს რას ვიზამთ-მეთქი. ჰოდა ელგუჯა ამაშუკელი უკვე მუშაობს და უახლოეს ხანში მზად იქნებაო."

მართლაც, ძეგლი მითითებულ ადგილზე დაიდგა. ოღონდ, ამ დროს ვასილ მჟავანაძე უკვე აღარ მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანად.

1969 წელს კობა გურულმა თავისი ჭედური ნამუშევარი „ვეფხი და მოყმე" გაზეთ „სამშობლოს" რედაქციას აჩუქა. სხვათაშორის, კობა გურულის ოჯახის ფოტოალბომში დღემდე ინახება მხატვრის სახელოსნოში სტუმრად მისული ვასილ მჟავანაძის ფოტოსურათი.

ელგუჯა ამაშუკელი წერდა: „ 1957 წელს მთელი ჩვენი რესპუბლიკა თბილისის 1500 წლისთავის ზეიმისათვის ემზადებოდა. ბევრი საინტერესო ნაწარმოები მიუძღვნეს მხატვრებმა და არქიტექტორებმა ამ საიუბილეო თარიღს. შევეცადე მეც გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ჩვენი დედაქალაქის საიუბილეო თარიღისადმი. გავაკეთე საიუბილეო მედლები, სამკერდე ნიშნები, საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ფასადისათვის შევასრულე ბრინჯაოს დიდი ტონდო „რუსთაველის პროსპექტი", არქტექტორებთან ა.ბაქრაძესთან, თ.კანდელაკთან ნ.ჯობაძესთან ერთად ვიმუშავე თბილისის შემოსასვლელების გაფორმებაზე, მონაწილეობა მივიღე თბილისის დამაარსებლის ვახტაგ გორგასლის ძეგლის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში და, ბოლოს შევქმენი მონუმენტი „ქართვლის დედა".

1967 წელს ფოთში ელგუჯა ამაშუკელის შესრულებული დიდების მონუმენტი (ქალი ხმლით) დაიდგა. აღნიშნულ ძეგლს გააზრებით წააგავს 1971 წელს კონსტანტინე მერაბიშვილის მიერ თელავში განხორციელებული „ ერეკლე მეორე." მეფე ერეკლეს ხმალი თითქოს ისე უჭირავს, როგორც „ამაშუკელის მანდილოსანს. " სხვათაშორის, ქართველი მეფის ძეგლი, ვასილ მჟავანაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საბჭოთა საქართველოში აღარ დადგმულა. მართალია, ჯუმბერ პატიაშვილმა განიზრახა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა, მაგრამ მერაბ ბერძენიშვილის „დავით აღმაშენებელი," საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დაშლის შემდეგ დაიდგა.

მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედება ყოველთვის დაფასებული იყო საბჭოთა კავშირში და თითოეული მისი ნამუშევარი მაღალ შეფასებას იმსახურებდა. „შოთა რუსთაველი" (მოსკოვი), „დავით გურამიშვილი" (თბილისი), „მედეა" (ბიჭვინთა), „გიორგი სააკაძე" (კასპი), „მუზა" ( თბილისი), „ზაქარია ფალიაშვილი" (თბილისი) „ კიდევაც დაიზრდებიან"(მარნეული) საზოგადოების აღტაცებას იწვევდა და იწვევს.

1956 წელს ვალენტინ თოფურიძის ლენინის ძეგლი დაიდგა თბილისში. შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, მისი და შოთა მიქატაძის „ილია და აკაკი" გამოჩნდა.

1960-იან წლებში, თბილისში, მერაბ მერაბიშვილის „ა.ს. გრიბოედოვი" და ჯუნა მიქატაძის „მზეჭაბუკი" დადგეს, ხოლო ბიჭვინთა გულდა კალაძის „სამაიამ" დაამშვენა.

მალხაზ კოხრეიძე


ელგუჯა ამაშუკელის დიდების მონუმენტი. კონსტანტინე მერაბიშვილის "ერეკლე მეორე."



ვასილ მჟავანაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016