reportiori.ge - მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა
ავტორი:
29 აპრილი, 2015. 13:58


მსოფლიო ბანკი ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.



გავრცელებული ცნობით, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გუშინ დაამტკიცა 60 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის გადაეცემა.



ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანსაც საქართველოში კეთილდღეობის გაძლიერება და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა წარმოადგენს იმ პოლიტიკის გამოყენებით, რომელიც კერძო სექტორის პროდუქტიულობის სტიმულირებას, ინვესტიციების წახალისებას და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმის და ახალი კომპანიების რიცხვის ზრდას", - წერია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.



მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ჯონ გაბრიელ გოდარდმა განაცხადა, რომ კერძო სექტორში კონკურენციის გაძლიერებით მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა



კერძო სექტორში კონკურენციის გაძლიერებით მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ბიზნესისთვის სასურველი გარემოს უზრუნველყოფა, ფინანსური სექტორის განვითარება. სოციალური და ფინანსური უსაფრთხოების ქსელის ზრდა, და ინოვაციების ხელშეწყობა და ვაჭრობა, რაც საქართველოს ინკლუზიური ზრდის დღის წესრიგის ცენტრშია", - განაცხადა ჯონ გაბრიელ გოდარდმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016