reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ეროვნულ ბანკთან მიმართებაში სერიოზული კითხვები არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:36
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეროვნულ ბანკთან მიმართებაში სერიოზული კითხვები არსებობს
30 აპრილი, 2015. 15:52


დღესაც მაქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა. ჩემი ეჭვები არ არის ერთადერთი და ცალმხრივი. ბევრი ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, ის არ კარნახობს, რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ არის სერიოზული კითხვები.



ამასთან, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მისამართით გამოთქმული კრიტიკა ბანკის რეიტინგის დაცემასთან კავშირში არაა და არც ქვეყანას აზიანებს.


 

რატომ გგონიათ ის, რომ ნებისმიერ საჯარო პირზე, ნებისმიერ ორგანიზაციაზე თუ ნებისმიერმა პიროვნებამ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა, ოღონდ არგუმენტირებული, კონსტრუქციული, ეს აკნინებს ამ სტრუქტურას? ესაა დემოკრატია? ასე უნდა დავსვათ კითხვები, თუ ვინმემ გააკრიტიკა ან ეჭი გამოთქვა ნებისმიერი სტრუქტურის სწორ ფუნქციონირებაზე და ნებისმიერი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებაზე, ეს მათ აკნინებს? ესაა დემოკრატია? თქვენ არ დაგისვამთ პირველად, პოლიტიკოსებიც ამბობენ ამას, რომ თუ გააკრიტიკე, იმ ინსტიტუტს ანგრევენ. ივანიშვილმა თუ რამე თქვა მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე ან სხვა ინსტიტუტზე, მას ანადგურებს, ეს რა დემოკრატიაა?" - განაცხადა ივანიშვილმა. მისი აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა დაადგინონ შესაბამისმა სტრუქტურებმა და პროფესიონალებმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016