reportiori.ge - 6 მცენარე, რომელიც კოღოებს აფრთხობს – გაატარე ზაფხული ნაკბენების გარეშე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:49
სხვადასხვა
6 მცენარე, რომელიც კოღოებს აფრთხობს – გაატარე ზაფხული ნაკბენების გარეშე!
ავტორი:
30 აპრილი, 2015. 21:08

 

 

სითბოს დადგომისთანავე კოღოს სეზონიც დგება. ამ მავნებელი მწერის ნაკბენისგან არავინაა დაზღვეული, არადა, ქიმიური საშუალებებით მათი მოგერიებაც არ გვინდა. 



ისევ ბუნებამ იზრუნა ჩვენზე. არსებობს რამდენიმე არაჩვეულებრივი მცენარე, რომელიც აფრთხობს კოღოს და სადაც ისინი იზრდებიან, მწერი იქ არ გაჭაჭანდება.



დარგე ისინი თუნდაც აივანზე და დაივიწყე კოღოს არასასიამოვნო ნაკბენები.



მელისა, პიტნა, რეჰანი ან როზმარინი - ამ მცენარეებს მძაფრი ეთერზეთების არომატი აქვს, რაც კოღოებს ძალიან არ მოსწონთ. შეგიძლია, უბრალოდ, წაისვა რომელიმე ამ მცენარის ფოთოლი კანზე და მშვიდად იყო, კოღო არ მოგეკარება.


 

 

 

 

ჩვეულებრვი პომიდორიც აფრთხობს სისხლისმწოველებს. დარგე ის ქოთანში, დაიცავი თავი კოღოებისგან და თან დატკბი სახლში მოყვანილი პომიდვრის გემოთი.

 

 

 

პელარგონია არა მხოლოდ დააფრთხობს მავნებლებს, არამედ დაგატკბობს თავისი სილამაზით.

 

 

 

 

ნიორი - განსაკუთრებით ეფექტური საშუალებაა, რომელიც კოღოების დაფრთხობასთან ერთად, დიასახლისობაშიც გამოგადგება.

 

 

 


ლავანდა - არა მხოლოდ კოღოებს აფრთხობს, არამედ ჩრჩილსაც ანადგურებს სახლში. ერთადერთი მინუსი ამ მცენარეს ის აქვს, რომ ფუტკრებს იზიდავს.

 

 


კაკალიც ის მცენარეა, რომელიც კოღოებს აფრთხობს. შეგიძლია, უბრალოდ, დაყარო ვაზაში მისი ნაჭუჭები და იყო მშვიდად, კოღო თქვენს ოთახში არ გაჭაჭანდება.


 




(წყარო: marao.ge)

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016