რეგიონები
„გვირილობის" დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
02 მაისი, 2015. 12:06
„გვირილობის" დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა დღეს დილიდან ქუთაისში, ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. ტაძარში უამრავი სტუმარი ადგილობრივ მთავრობასთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საზეიმო წირვას ესწრება, რომელსაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენს.
დღეს ქუთაისში მთელი დღის მანძილზე ორმოცამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაა დაგეგმილი. დღესასწაული, რომელიც „გვირილობის" ზეიმს უკავშირდება, მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.
ტუბერკულოზის მკურნალობის სიმბოლოდ თეთრი გვირილაა მიჩნეული, სწორედ მას უკავშირდება გვირილობის დღესასწაული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც გვირილობის დღესასწაული კვლავ პირვანდელი მნიშვნელობით 2 მაისს აღინიშნება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57