დღეს, 2 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში გაიმართა „ქართული მისიის" და „პენსიონერთა, ინვალიდთა და ხანდაზმულთა კავშირის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია.
უფასო სამედიცინო შემოწმება და კონსულტაცია გაეწია სოფელ რუისსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 150 პენსიონერს.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა სახის მედიკამენტები.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აქციის ორგანიზატორებმა "ქართული მისიის" წევრებმა დავით ონიანმა, გიორგი ზარნაძემ, ოლეგ მეძმარიაშვილმა და ოთარ ყანჩაველმა შეხვედრა გამართეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ასევე რწმუნებულთან ზაზა გულიაშვილთან და გიორგი კუთხაშვილთან.
ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის გამგეობას მხარდაჭერისათვის და ერთად დასახეს სამომავლო სამოქმედო გეგმები.