reportiori.ge - ხუხაშვილი ქადაგიძეს ძველ ცოდვებს ახსენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:12
ინტერვიუ
ხუხაშვილი ქადაგიძეს ძველ ცოდვებს ახსენებს
02 მაისი, 2015. 21:00



საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. შექმნილ სიტუაციაში რა  გამოსავალი არსებობს, რომელ უწყებებზეა დამოკიდებული სიტუაციის გამოსწორება, რა ცოდვებს ახსენებენ და რაში უჭერს მხარს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს?

 

„რეპორტიორს“  გია ხუხაშვილი ესაუბრა:

 

 

 

– ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, რთულია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. ლარის სტაბილიზაციის მოკლევადიანი საფუძველი, სამწუხაროდ, არ არსებობს.  მცირე პრივატიზაცია გარკვეულ ბალიშად შესაძლოა ჩაეფინოს, მაგრამ რადგან ლარის კურსი დგინდება მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არის სერიოზული დისბალანსი და მისი შევსების არანაირი ეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს – არც პირდაპირი ინვესტიციების სახით და არც ექსპორტიდან სავალუტო შემოდინების სახით, უახლოეს პერიოდში ტურისტულ ბუმსაც არ ველით. ნაღდი ვალუტის გადმორიცხვები შემცირებულია, ფაქტობრივად, მოთხოვნა ბაზარზე, მათ შორის იმპორტიორების მხრიდან, ჩვენ ხომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ბევრად აჭარბებს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. ასეთ ვითარებაში, ვალუტა თავისთავად არის მზარდი.

 

 

როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?

 

 

– სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სავალუტო ბირჟაზე მეტი ვალუტის შესვლით, თუმცა, ამის ეკონომიკური საფუძვლები არ  ჩანს. შესაძლებელია, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ სხვადასხვა მექანიზმებით, გარკვეული პერიოდით შეარბილონ ეფექტი და შეაჩერონ, მაგრამ მათი რესურსი ამ მხრივაც შეზღუდულია.

 

 

დღეს ისეთი სიტუაციაა – ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ერთ კაბინეტში უნდა ისხდნენ და 24-საათიან რეჟიმში ეძებდნენ გამოსავალს. გამოსავლის პოვნა არ არის ადვილი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ პროცესს თუ ვერ გააჩერებენ, მაქსიმალურად შეარბილონ მაინც.

 

 

– თუ ამ პრობლემის გადაჭრა მინისტრების დონეზე იყო შესაძლებელი, მაშინ ამ მდგომარეობამდე რატომ მივედით?

 

 

– მინისტრები ისეთ გამოსავალს ვერც იპოვიან, ეს პროცესი რომ შეაჩერონ, მაგრამ პროცესების გადავადება შეუძლიათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებენ. უნდა გამოიყენონ კომბინაცია – ფინანსური ინსტიტუტების და ეკონომიკური აქტივობის გაზრდის მაქსიმალურად სწრაფი მექანიზმები.  სხვა შანსი არ არის.

 

 

– ეროვნული ბანკის ქმედებებს როგორ აფასებთ?

 

 

– ეროვნულ ბანკს შეუძლია კონკრეტულ ვაჭრობებზე  მიიღოს ზომები, რეზერვებით ან ინტერვენციებით დააბალანსოს მოთხოვნა-მიწოდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, პრობლემას ესეც ვერ გადაწყვეტს, ამას შეუძლია, პრობლემა მხოლოდ გადაავადოს რაღაც დროით. თუ ამ გადავადების პროცესში არ გაჩნდება რეალური წინაპირობა, რომ დაბალანსდეს ეს ყველაფერი, შესაძლოა, მივიღოთ სიტუაცია,  როდესაც აღარც რეზერვი გვექნება და ვერც პრობლემას ვუშველით. გადავადება ქვეყანას ვერაფერს უზამს და ურეზერვოდ დარჩენილი ქვეყანა ძალიან სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდება. ამიტომაც არ ვიზიარებ, რომ ეროვნულმა ბანკმა მთელი რეზერვი უნდა დახარჯოს ამაში. ეს ძალიან სახიფათო და სარისკო იქნებოდა.

 

 

– შექმნილ სიტუაციას გიორგი ქადაგიძეს უკავშირებენ, როგორც ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერს...

 

 

 

– გიორგი ქადაგიძეზე არ ვარ მაღალი აზრის, მას თავისი ცოდვებიც ბევრი აქვს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დანაშაული სადავოა. ამას რომ თავი დავანებოთ, ქადაგიძეს თავისი ძველი ცოდვები აქვს, სარჩელიცაა შეტანილი მის წინააღმდეგ პროკურატურაში, „ინტელექტბანკთან“ დაკავშირებით – არსებობს კითხვები და არის კიდევ სხვა თემებიც. მას დღეს არ დაუწყია მოღვაწეობა და მის წარსულში  ნამდვილადაა შავი ლაქები, თუმცა,  ვერდიქტის გამოტანა ჩემი კომპეტენცია არ არის. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ გიორგი ქადაგიძის შეცდომებზე, თუმცა დანაშაულზე და საბოტაჟზე განცხადებები ზედმეტია. სიმართლე გითხრათ, დიდწილად მე ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებს, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016