reportiori.ge - ლალი მოროშკინა: ახალი სისხლია საჭირო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:56
ინტერვიუ
ლალი მოროშკინა: ახალი სისხლია საჭირო!
02 მაისი, 2015. 21:02



ლალი მოროშკინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ერთვება. რა მიზნით მართავს ის ქალთა  საერთაშორისო კონგრესს თბილისში და კრიზისიდან გამოსვლის რა გეგმას   სთავაზობს  ხელისუფლებას?

 

„რეპორტიორს“ პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ესაუბრა:

 

 

 

 

– ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ გამოიწვევს მძიმე ძვრებს, იმიტომ, რომ როცა რამე არ გამოდის, საჭიროა ახალი სისხლი, ახალი შემართება... ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია.  თუ ჩვენ ამ პროცესში ვიხილავთ მეტ ქალბატონს, უკეთესი იქნება. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს ძალიან მამაკაცური, მასკულინური სახელმწიფო ორგანო და დაგვაკლდა ისეთი რამეები, რაც რეალურად ქალს გააჩნია - შემრიგებლობა, ინტუცია...  

 

 

საქართველოში გაიმართება ქალთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ჩვენთან არასდროს გამართულა და გააერთიანებს ქალბატონებს სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებული ქალბატონები, რომლებიც წარმატებულები არიან სხვადასხვა საქმიანობებში, გადალახეს პრობლემები და ისინი გაუზიარებენ გამოცდილებას ქართველ ქალებს. ქალები, რომლებმაც რაღაცას მივაღწიეთ, სხვა, დაინტერესებულ ქალებს გავუწვდით მორალური და იურიდიული დახმარების ხელს. ამიტომაც შედგება დაახლოებით 5-ათასქალიანი ერთობა, მესამე ძალის, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

 

 

თუ დღეს ვინმეს შეუძლია სიტუაციის კალაპოტში ჩაყენება, ეს არის ქალი. ჩვენ გაგვაჩნია ძალა, რომელიც თამარის დროიდან მოგვდევს, მაგრამ არ ვიყენებთ, ხოლო ქალების ის რაოდენობა, რაც დღეს პარლამენტში მივიღეთ, ირანის ტიპის ქვეყნებთან გვაიგივებს. თუ ვინმეს დასჭირდება, ქალბატონი წაიყვანოს  რომელიმე სფეროში, მოგვმართოს ჩვენ და მას დახვდება კვალიფიციური ქალბატონი ნებისმიერ სფეროში. ჩვენ ასეთ ქალებს შევკრებთ და გავმართავთ ღონისძიებას კვირას, 17:00 საათზე, თბილისის ზღვის კლუბში.

 

 

– როგორ ფიქრობთ, შექმნილი სიტუაცია  კრიზისს ხომ არ გამოიწვევს?

 

 

– გარკვეული მინისტრების წარდგენა აუცილებელიც იყო, იმიტომ, რომ კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის.  მთავრობამ მინიმუმ 10 რამ  უნდა შეცვალოს, ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას:

 

 

1. არ დაემალოთ საზოგადოებას, ისინი გიხდიან ფულს;

 

 

2. არ დაემალოთ ჟურნალისტებს, მითუმეტეს არ შეიყუჟოთ ლიფტებში, საჭირო ოთახებში, უკანა გასასვლელებში! ჟურნალისტმა უნდა მიიტანოს ინფორმაცია საზოგადოებამდე, სახლში წასაღებად კი არ უნდა;

 

 

3. ჩამობრძანდით ძვირადღირებული მანქანებიდან და სახალხოდ გაიტანეთ აუქციონზე;

 

 

4. უარი თქვით პრემიებზე, მინიმუმ, სანამ ეკონომიკური კრიზისია;

 

 

5. აამოქმედეთ ევროპული კონტაქტები;

 

 

6. გაამარტივეთ სავიზო რეჟიმი - გაგვექცნენ ინვესტორები;

 

 

7. არ ილაპარაკოთ განვლილ 9+თითქმის 3 წელზე!!! - თუ რამის თავი გაქვთ, იმოქმედეთ;

 

 

8. გამოაცხადეთ სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია;

 

 

9. უარი თქვით უცხოურ პროდუქტზე, რომლის ანალოგი საქართველოსაც აქვს;

 

 

10. ფეხით იარეთ, ფეხით, მინიმუმ კვირაში ერთხელ, თორემ კაბინეტებიდან სულ სხვა ხედია;

 

 

– „ნაციონალები“ ღარიბაშვილის  წასვლას ზეიმობენ...

 

 

– „ნაციონალების“ ნებისმიერი გამოხატულება ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დასჯილი უნდა იყოს, მაგრამ დაუსჯელები არიან ზედმეტად ჰუმანური ხელისუფლების პირობებში – ამიტომ ისინი ჯერ კიდევ ახერხებენ საუბარს, ხანდახან მენტორული ტონითაც კი. უკვე მერამდენეჯერ – განახლებული მთავრობისგან მე ველოდები სამართლიანობის აღდგენას და თუ ვინმეს ეწყინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ  პრემიერ-მინისტრია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ღარიბაშვილი შეუპოვარია მათთან ბრძოლაში.

 

 

იმისთვის, რომ „ნაცრეჟიმი“ გასამართლდეს, ყველა იურიდიული მტკიცებულება არსებობს, ქმედებაა საჭირო, რომ გადავიდეთ ქვეყნის შენების ახალ ფაზაზე. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა მარგინალურ სექტად. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს საკეთებელი დღევანდელ მთავრობასთან ერთად. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არავინ მოუკლავს ქუჩში, არავინ აყაჩაღებს ბიზნესს და ეს ის მთავრობაა, რომელიც ზედმეტად ჰუმანურად მოექცა მკვლელებს და კანონის დამრღვევებს.

 

 

რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავთ ხელისუფლებასთან?

 

 

 

– მთავრობამ არ უნდა გააგრძელოს ლოიალური პოლიტიკა, თუნდაც საკუთარი მინისტრების მიმართ. მე დავდე რუზველტის გეგმა ერთ-ერთ ტელეეთერში და სიამოვნებით ჩავუდგებოდი იმ კომიტეტს, რომელსაც ერქმეოდა „ქამრების შემოჭერის“ კომიტეტი.  მე ვაჩვენებდი, რამხელა თანხის ამოღება შეიძლება, თუნდაც 2-3 კვირაში, იმ სახელმწიფო რესურსის ხარჯზე, რომელიც აბსოლუტურად  უაზროდ იხარჯება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016