საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030"-ში საზოგადოებაში ეკლესიის როლზე და საქართველოს პატრიარქზე. ილია მეორეზე ისაუბრა.
„ნახეთ პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე... პატრიარქი ნებისმიერ თემაზე ახერხებს საზოგადოების გაძღოლას. ძალიან ბევრ მინიშნებებს აკეთებს და ძაილან ბევრ სასარგებლო რჩევას იძლევა. ჩვენ გვყავს ძალიან საყვარელი და რაც მთავარია, ძალიან ბრძენი პატრიარქი. გვაქვს ეს ფუფუნება. მისი უწმინდესობა ნამდვილად გახლავთ ბრძენი და მისი მინიშნებები საზოგადოების განვითარებაზე მრავალმხრივია. ეკლესიის როლი საზოგადოებაში ძალიან დიდია.
ეკლესია ყველაზე რთულ პერიოდში, თუ გნებავთ უახლოესი ცხრა წლის განმავლობაშიც ძალიან ბევრ გაჭირვებულს დაეხმარა. არ იმსახურებს არც პატრიარქი და არც ჩვენი ეკლესია და კულტურა იმას, რომ ამ თემაზე საუბარი გვეშინოდეს. ეკლესიაში არაფერი ხდება ისეთი, რაზეც ჩვენ პასუხს ვერ გაგვცემენ."- განაცხადა ივანიშვილმა.