reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტრო: კრიმინალური თუ კორუფციული სქემის ამოქმედების ყველა მცდელობა აღიკვეთება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:01
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო: კრიმინალური თუ კორუფციული სქემის ამოქმედების ყველა მცდელობა აღიკვეთება
21 ოქტომბერი, 2013. 19:17

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, უსაფრთხოების სამსახურმა ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთა. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მოქალაქე .. რომელიც ამანათის საშუალებით მამასთან, მსჯავრდებულ ..-სთან  .. მარიხუანას შეგზავნას ცდილობდა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამანათში ჩადებული ჯინსის ჯიბის სარჩულში იყო ჩაკერებული. პირი, რომელთანაც აღნიშნული ამანათი შეჰქონდათ, სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის.

2013 წლის 18 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ციხის გარე პერიმეტრიდან მობილური ტელეფონების გადაგდების მცდელობა აღიკვეთა. დაწესებულების გუშაგებმა და უსაფრთხოების სამსახურმა  დააფიქსირეს პირი, რომელმაც სიმბარათებიანი ორი მობილური ტელეფონის ციხის ტერიტორიაზე გადაგდება მოახერხა. შემთხვევა ადგილზევე აღიკვეთა და ეჭვმიტანილი პირი .. ამ დროისთვის დაკავებულიააღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი წარსულში იგივე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და ის მიმდინარე წლის 22 იანვარს გათავისუფლდა", - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა. 4 მსჯავრდებული მსჯავრდებულ .-სთვის 15 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა. აღნიშნული ფაქტის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისთვის შეტყობისთანავე, ფაქტის გამოძიება დაიწყო. ამ დროისათვის ყველა ეჭვმიტანილი პირი დანარჩენი მსჯავრდებულებისგან იზოლირებულია და მათზე განსაკუთრებული კონტროლი ხორციელდება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ყველა მსჯავრდებულს  და მათი ოჯახის წევრებს მოუწოდებს, ნებისმიერი მსგავსი ინციდენტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 2 25 70 47.  შეტყობინების შემთხვევაში კონფიდენციალურობა გარანტირებულია. ყველა მსგავს ფაქტზე მოხდება უმკაცრესი რეაგირება და ციხის ადმინისტრაცია კრიმინალური, კორუფციული სქემის ამოქმედების ყველა მცდელობას აღკვეთს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016