reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: როგორ შეიძლება, თავდაცვას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საქართველო საქაჯეთია და შვილს ვერ ეტყვის, ქვეყნისთვის იბრძოლოს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:55
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: როგორ შეიძლება, თავდაცვას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საქართველო საქაჯეთია და შვილს ვერ ეტყვის, ქვეყნისთვის იბრძოლოს?!
ავტორი:
04 მაისი, 2015. 11:00



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ქუჩის აქციებს აანონსებს. აღნიშნულ საკითხზე მჟავანაძე „რეპორტიორს" ესაუბრება:  


- ჩვენ ნაციონალები პიროვნულად კი არ გვაღიზიანებდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ მიუღებელი დამოკიდებულება და მიდგომები საქართველოს მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ, იგივე მიდგომები აქვს რესპუბლიკურ პარტიას და მის ლიდერებს.


ლიდერი, რომელიც აცხადებს, რომ თავის შვილს ვერ მოსთხოვს, სამშობლოს გულისთვის ჯარში წავიდეს, საქართველოს გამო მოკვდეს, რა მაგალითი უნდა მოგვცეს? ამაზე „მეორე არხის" ეთერში ისაუბრა დავით უსუფაშვილმა. ან ლიდერი, რომელიც თავდაცვის მინისტრად გვევლინება და საქართველოს საქაჯეთს უწოდებს, რომელიც აცხადებს, კიდევ კარგი შვილები უცხოეთში წავიყვანეო - მან რა მაგალითი უნდა მისცეს ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოს ეწირებიან? ნორმალური ქართველის ოცნებაა, თუ საჭირო იქნება, სამშობლოსთვის მოკვდეს! და ამ ხალხს ამგვარი იდეალები არ აქვს. ესენი ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან, ეკლესიის მიმართ აქვთ განსხვავებული შეხედულებები. საერთოდ არ ვიცი, ესენი არიან თუ არა ქრისტიანები, მათი პოზიციებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება!


რა აზრი ჰქონდა ნაციონალების გაშვებას, თუ ჩვენ ცხვრის ქურქში გახვეული ახალი ნაციონალები მივიღეთ?! დღეს ყველა შტოს აკონტოლებს რესპუბლიკური პარტია, სასამართლო ხელისუფლებას, საკანონმდებლოს, აღმასრულებელის ძირითად რგოლებს,  არასამთავრობო სექტორს!


საია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს, ვისი დაფუძნებელია? დასაბუთებულად შემიძლია ვთქვა, რომ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ არიან!


იმაზე უარესი მივიღეთ, ვიდრე იყო. რომ ამბობენ, რესპუბლიკელები ჭკვიანი ხალხიაო, ჭკვიანი რომ ხარ, გააჩნია, რა საქმისთვის გამოიყენებ!


ქართველი ხალხი ცხვრის ქურქში გახვეულ ნაციონალებს ვერ მოითმენს!


- კონკრეტულად რა გეგმა გაქვთ?


- ირმა ინაშვილმაც თქვა - შესაძლოა, ქუჩაში გამოსვლა მოგვიწიოსო და მეც ვადასტურებ. თუ რესპუბლიკური პარტიისთვის გვიბრძოლია - არ ვიცოდი. თავიდანვე იყო უარყოფითი დამოკიდებულება კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის ყოფნაზე. ქართველი ხალხი კოალიციის მხარდამჭერები ვიყავით და ყველამ ჩავდეთ ჩვენი ძალა. უსასყიდლოდ, უანგაროდ ვეხმარებოდი „ოცნებას"! ვიყავი კომისიის წევრი, რომელიც მუშაობდა გარემოს დაცვის იურიდიული კუთხით. დღედაღამ მათ გვერდით ვიდექი. და რა გამოვიდა? 


- გარდა ჩამონათვალისა, კიდევ რა გაქვთ მიზეზად, რომ „რესპუბლიკელების" წინააღმდეგ დაიწყოთ ქუჩის აქციები?


- გაიხსენეთ უსუფაშვილის განცხადბა ალასანიას ყრილობაზე - მოგაწვდით საგოლე გადაცემას და გოლს გაიტანთო! როგორც ჩანს, ეს საგოლე გადაცემა კეთდება. რის შემდეგაც ხელისუფლებაში ვიხილავთ სამეულს - რესპუბლიკელების, ნაციონალების და ალასანიას პარტიის სახით!


რომ საუბრობენ გამჭვირვალობაზე, როგორც შეიძლება, გამჭვირვალე იყოს პროცესები, როცა პარლამენტის თავმჯრომარე იქნება უსუფაშვილი, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს. როგორ უნდა გაუწიოს ქმარმა ცოლს „კონტროლი"? ეს ხომ გარკვეულ უხერხულობას ბადებს და დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდგეობაშია? ეს გადაწყვეტილება ყველანაირად აბსურდული და მიუღებელია! ამ გადაწყვეტილებას ხალხის უდიდესი მწვავე რეაქცია მოჰყვა! არ დავუშვებთ ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას!


- ამბობთ, რომ არ დაუშვებთ, თუმცა ფაქტია, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელია...

 

- იმედი მაქვს, რომ არ დაამტკიცებენ. იმედი მაქვს, რომ კოალიციაში არიან დეპუტატები, რომლებიც ეროვნულ პოზიციებზე არიან. აქვთ სხვანაირი მსოფლმხედველობა. ყველა პარტიებიდან ხომ არ მოსულა. მოვიდნენ სხვადასხვა სფეროდან. აქ ღარიბაშვილის ნდობა-არნდობაზე კი არ არის, პრეტენზია გვაქვს კონკრეტულად რესპუბლიკელებთან. ეს არ არის პიროვნული დამოკიდებულება. პიროვნულად პატივს ვცემ იმავე ხიდაშელს და სხვებს... მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს მათი შეხედულებები, მათი მიდგომა ქვეყნის მიმართ! ხალხი, რომელიც აფხაზეთის და სამაჩაბლოსთვის დამოუკიდებლობის მიცემას ემხრობოდა, როგორ შეიძლება, იყოს ხელისუფლებაში? ან როგორ შეიძლება, თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შვილს ვერ ეტყვის, ქვეყნისთვის იბრძოლოს და დაიხარჯოს?! მაშინ ჩვენს ჯარისკაცებს რა და როგორ უნდა მოვთხოვოთ?! ანუ, არ არის გულწრფელი მიდგომებში?! ასე თუ გაგრძელდა, ხალხი პოლიტიკოსის დაუძახებლადაც გამოვა ქუჩაში! დღეს კოალიციაში მყოფი ადამიანების 90%, რესპუბლიკელების გარდა, ამ დანიშვნას არ ეთანხმება.



- ინფორმაცია გავრცელდა - თითქოს უსუფაშვილ-ხიდაშელი სააკაშვილს უკრაინაში შეხვდნენო. უშვებთ ამ ფაქტს?


- არაფერი გამიკვირდება. გახსოვთ ლევან ბერძენიშვილის განცხადებები - რომ არ შეიძლება სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა, რომ დემოკრატიის მეოთხე კლასიდან მეორეში გადაგვიყვანენ. ეს ხალხი ყოველთვის აცხადებდა, რომ მათ აპატიეს. ამ ხალხმა აპატიოს! ჩვენ არ ვაპატიებთ „ნაციონალურ მოძრაობას" დანაშაულებს!


გარდა ამისა, პარტია, რომელიც 2%-ზე მეტს ვერ იღებდა არჩევნებში, ხომ უნდა იყოს ამ ხელისუფლებისთვის მანიშნებელი? ჩვენ არ გვინდა და რატომ გვახვევენ თავს? 9 წელი გვამყოფეს „ნაციონალური მოძრაობის" ტერორში. ალასანია ვერ გააპიარეს, ვერ მისცეს რეიტინგი და ახლა დასავლეთის გარკვეულმა წრეებმა მოიფიქრეს, რომ ამ სახით მოიყვანონ ხელისუფლებაში ეს ძალები - ნაციონალები, ალასანია და რესპუბლიკელები. ქართველი ხალხის სისხლის ხარჯზე უნდათ ამ ხავერდოვანი გარიგებების მოწყობა?


აი, თურმე რატომ ყოფილა კამპანია ქალთა ძალადობის შესახებ, რომელსაც სათავეში თინა ხიდაშელი და მისი სატელიტი არასამთავრობოები ედგნენ, რომ თურმე ქალების უფლებები ილახება. დღეს გაიძახიან - 5 ქალია ევროპაში მინისტრიო და აქ პირველად ქალი თავდაცის მინისტრი იქნებაო... ქალზეა აქცენტი გაკეთებული?! ქალის ჩაგვრა საქართველში არასდროს ხორციელდებოდა! და თუ ასეა, თუ  მაინცდამაინც ქალი უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი, რაღა ხიდაშელი?  სხვა ქალი მაინც მოეძებნათ!






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016