„სააკაშვილისნაირები რომ მყავდა გვერდით, იმიტომ შეიძულა ხალხმა შევარდნაძე" - ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საკაშვილის სახელის ხსენებაც კი არ უნდა - „არასდროს მაპატიებს ქართვლი ხალხი, რომ მის გაპრეზიდენტებაში წვლილი მეც შევიტანე. ამიტომაც არ მინდა მისი ხსენება""...
ედუარდ შევარდნაძე ამაყობს, რომ მას, როგორც „ბაბუს" ისე მოიხსენიებენ - „დღეს უკვე ჩანს, მაგრამ დრო კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, რომლის სახელს უფრო მეტი სიძულვილით გაიხსენებს ქართველი ხალხი - შევარდნაძის თუ სააკაშვილის. ამ მხრივ ისტორია ძალიან საინტერესო მოვლენაა. რაც შეეხება - „ბაბუს," მე ვამაყობ, რომ ასე მომიხსენიებენ. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ძალიან უნდა, ოდესმე მასაც „ბაბუ" დაუძახონ, მაგრამ ვერ ეღირსება! ეს რომ დაიმსახურო, ხალხისთვის თავის გაწირვა უნდა შეგეძლოს და... სახლში წასვლა!" - აცხადებს ექსპრეზიდენტი