ეს ფოტოპროექტი, შეიძლება, რომ სასწავლო მასალადაც აღვიქვათ, რადგან ყველაფერი სრული სიზუსტითაა გადმოცემული.
კადრები, მეცნიერებისა და ხელოვნების ერთგვარი სიმბიოზი გახდა ერთ-ერთი ნიჭიერი ადამიანის - ალექსანდრე ციარასის მეშვეობით.
ალექსანდე ციარასი, ცნობილი ბიზნესმენი, „TheVisualMD"-ის გენერალური დირექტორი, ინჟინერი და მხატვარია. მან უნიკალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ადამიანის სხეულის ზუსტი გამოსახულება ვიხილოთ და სხვადასხვა განვითარების ეტაპებს დავაკვირდეთ. მისი ნამუშევრების ხილვა „Discover"-ის, „Life"-ის, და „New York Times Magazine"-ის გარეკანებზეა შესაძლებელი. მათგან, დიდმა ნაწილმა, ბევრი პრემია და ჯილდო დაიმსახურა.
ავტორის ფოტოპროექტი იმდენად შემოქმედებითი და უნაკლოა, რომ „ლეონარდო და ვინჩის ციფრული ეპოქა" დაარქვეს.
წყარო - presa.ge