reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ერთად გავაკეთებთ ჩვენი მომავლის პროექტს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ერთად გავაკეთებთ ჩვენი მომავლის პროექტს!
21 ოქტომბერი, 2013. 21:56

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი,  თავისი  „Facebook-ის"  გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც  საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებისთვის ორგანიზაციებსა და პარტნიორებს ფინანსური შემოწირულობით დახმარების თხოვნით მიმართავს.
ძვირფასო მეგობრებო! თქვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ საფუძველი ჩავუყარეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას და მისი დროულად დასრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს, შეიძინოს ცოდნა და მიიღოს უახლესი ინფორმაცია პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მსურველებს ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოვიპოვოთ დაფინანსება და ხორცი შევასხათ ჩვენს წამოწყებას.
ალბათ იცით, რომ ბიბლიოთეკას უკვე აქვს რამდენიმე ათასი წიგნი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, ჩვენს თანამოქალაქეებს, უნივერსიტეტებს, ფონდებს, ბიზნესკომპანიებს მოვუწოდებ, შემოწირონ ბიბლიოთეკას წიგნები პოლიტიკური მეცნიერების, საჯარო მმართველობის, ისტორიის, სამართლის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ორგანიზაციებსა თუ სხვა პარტნიორებს, ფინანსური შემოწირულობითაც დაგვეხმარონ ბიბლიოთეკის მშენებლობის დროულად დასრულებაში, რა თქმა უნდა, შეძლებისა და სურვილის შესაბამისად, მით უმეტეს, რომ ამ პროექტისადმი ინტერესი საზოგადოებამ უკვე გამოხატა. ჩვენ ერთად გავაკეთებთ ჩვენი მომავლის პროექტს!"
- წერს თავის გვერდზე  სააკაშვილი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016