ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" თვლის, რომ ფონდ "ქართუს" საქმიანობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.
როგორც ორგანიზაციის 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშშია ნათქვამი, "საქმე ეხება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ფონდი "ქართუს " მიერ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" ფინანსურ მხარდაჭერას. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია", რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას.
"ფონდ "ქართუში" ფიგურირებენ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ ფონდ "ქართუს" მოვუწოდებ, რომ სოფლის მეურნეობის ფონდში თანხის გადარიცხვა შეაჩეროს," - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.