reportiori.ge - ნინო გიორგობიანი: პოლიციის თანამშრომლები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:25
სამართალი
ნინო გიორგობიანი: პოლიციის თანამშრომლები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან
22 ოქტომბერი, 2013. 00:05

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს  პასუხობს, რომელმაც  საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს მიერ "არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო" განცხადებების გაკეთებაზე ისაუბრა.
"აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრები საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში პროვოკაციულად და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული ინციდენტის მოკვლევა, თუმცა ურიგო არ იქნება სახალხო დამცველმაც შეისწავლოს ამ ჯგუფის წევრთა ქმედებები, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევები ჩრდილს აყენებს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის არსებობას, როგორიცაა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი. პოლიციის თანამშრომლები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად თანამშრომლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობენ მათ მონიტორინგის სრულყოფილ განხორციელებაში.  აღნიშნული მონიტორინგის გარდა, დროებითი მოთავსების იზოლატორში გამჭვირვალობისა და ღიაობის სტანდარტის აწევის მიზნით, კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელდა უცხოელ უფლებადამცველთა და ექსპერტთა მონიტორინგი.ევროსაბჭოს ექსპერტ ჯიმ მერდოკის შეფასებით, მნიშვნელოვანი ზომები გატარდა მონიტორინგის მექანიზმის გასაუმჯობესებლად. ექსპერტის შეფასებით, ამჟამად უკეთესი კოორდინაცია არსებობს შიდა ინსპექციის სამსახურებსა და პროკურატურას შორის" - განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ  ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა,  საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
სამწუხაროა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კანონის ასეთი უხეში დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს ამგვარი არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო განცხადება, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩემმა წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს და რომ არა ვიდეოკადრები, ინციდენტის არსებობაც კი ეჭვქვეშ შეიძლება დამდგარიყო."- აცხადებს ნანუაშვილი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016